x
image
მაქს კავალერა
ნიკამ გამარჯვება, რა თქმა უნდა, შვილს, ლუკასს მიუძღვნა...

image
ეს არ იყო უბრალოდ რამდენიმე მატჩის მოგება, ეს ძალიან დიდი ისტორიაა.

მორალურად ჩამოშლილი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ფაქტობრივად ყველა დუელში მარცხდებოდა და ბევრმა მისი სახელი დაივიწყა.

ნიკა გამოვიდა დოჰას ტურნირზე, სადაზ ჯაზირის დამარცხების შემდეგ, კენჭისყრამ როჯერ ფედერერი არგუნა მეტოქედ. დიახ, როჯერ ფედერერი. ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე. ❕
ეს ნიკასთვის ტურნირის დასასრული არ იყო, მან როჯერი დაამარცხა, შემდეგ კი ნახევარფინალსა და ფინალში 2019 წლის ბასილაშვილი გაგვახსენდა, რომელიც ძალიან მშვიდად, დამაჯერებელად, აუღელვებლად ანადგურებდა ოპონენტს.

ნიკამ გამარჯვება, რა თქმა უნდა, შვილს, ლუკასს მიუძღვნა, რომელზეც ის მუდამ ფიქრობს და ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს.

ბასილაშვილი დღეს დამსახურებული ჩემპიონია, იმედია, რომ ის ასე გააგრძელებს ასპარეზობას და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0