x
ზღვარზე...

image

საკუთარ თავთან გამიმართავს დღეს ორთაბრძოლა,

უფლება არ მაქვს დამარცხებულის ტიტული მერგოს,

უნდა დავძლიო, მაცდური ფიქრი, დიადი გრძნობა,

"არ შეიძლება!" გულით ვმართო, მორჩა და მეყოს!

ვგრძნობ, როგორ უცებ შეიცვალა გრძნობები ჩემში,

მწვავე სიცივემ, როგორ უცებ დაიდო ბინა,

"ბოროტი" ფიქრიც შემოიჭრა უეცრად სულში,

მყისვე გავაგდე... ამაცრემლა და შემამცივნა.

მძულს...რადგან ჩემში სიძულვილს აქვს სარკმელი ღია,

რადგან ჩემ კართან ბოროტება თავის რიგს ელის

და მიყვარს...სულს რომ სითბოს კვალი ისევ ატყვია,

ეშმას რომ არ აქვს ამ კარებში უფლება შესვლის.

უკვე სარდაფში მოვათავსე გრძნობები თბილი,

სარდაფის კარზე მსურს ვხედავდე დაჟანგულ ურდულს...

მე და სიცივეს გაგვიმართავს მკაცრი დუელი,

და არ მსურს "მსხვერპლად" შევეწირო სიცივის ყინულს!








პ.ს. ჩემი შემოქმედებაა და შემიფასეთ :)

0
78
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლუცო
ლუცო
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0