
სახლი, ლოს-ანჯელესის დასავლეთით, სადაც 2009 წლის 25 ივნისს პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯეკსონი გარდაიცვალა გასაყიდად ბაზარზე ოფიციალურად გამოიტანეს. ადრე სახლის გაყიდვის შესახებ მხოლოდ ჭორები ვრცელდებოდა. როგორც, Zillow-ი წერს, ბევერლი-ჰილსზე მდებარე, ამ ვილის ღირებულება 23.9 მლნ.დოლარი ღირს.

სახლი აშენებულია ფრანგულ სტილში, 7 საძინებელი და 13 აბაზანა. არსებობს კინოსა და თეატრის ოთახი, სპა, სპორტული დარბაზი და დიდი საცურაო აუზი. ვილის ყველა ოთახი ლუვრს გვახსენებს, სასახლეში 14 ბუხარი მოქმედებს, სართულებზე გადაადგილება ლიფტის გამოყენებით შეიძლება.
