იარაღი და ტექნიკა თურქებმა ჰიტლერის წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს: რა იმალებოდა 74 წლის მანძილზე შიგნით? 2021, 12 მარტი, 15:12
ეგრეთ წოდებულ "ჰიტლერის დაკარგული ფლოტიდან" კიდევ ერთი წყალქვეშა ნავი იპოვნეს მყვინთავებმა თურქეთის სანაპიროებთან. მეორე მსოფლიო ომის დროს, მცირე დიზელის წყალქვეშა U-20, სხვა გერმანულ წყალქვეშა ნავებთან ერთად, მესამე რაიხმა გააგზავნა შავ ზღვაში, იქ ნავმა უამრავი უბედურება გადაიტანა და ჩაიძირა.
გემის ადგილმდებარეობა იწინასწარმეტყველა საზღვაო ინჟინერმა სელჯუკ კოლეიმ მას შემდეგ, რაც 2019 წელს აღმოაჩინეს გერმანული U-23 წყალქვეშა ნავი. ამ გათვლებით, U-20 წყალქვეშა ნავი აღმოჩნდა 20 მეტრის სიღრმეზე, მეთევზეთა ბადეებში ჩახლართული. ისინი წყალქვეშა ნავის მთლიანად ხმელეთზე ამოტანას არ გეგმავენ, თუმცა, ალბათ, ზოგიერთი ფრაგმენტს აუცილებლად სამუზეუმოდ ამოიღებენ წყლიდან. დეტალური შესწავლის შემდეგ, ის შეიძლება გახდეს ტურისტული ღირსშესანიშნაობა მყვინთავებისთვის. ”ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ამბავი და ნავი მყვინთავი ტურიზმის ობიექტად ვაქციოთ”, - კომენტარი გააკეთა პროფესორმა მეჰმედ ემინ ბირპინარმა. ხოლო რაც შეეხება ნავში აღმოჩენილ ნივთებს, მათზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია რადგან მისი ჩაძირვიდან დაახლოებით 75 წელია გასული და რთულია შიგნით რაიმე ნივთის გადარჩენა და მისი აღდგენა მომხდარიყო. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მანამ სანამ მანქანაში კონდინციონერს ჩართავთ! 1245 4-ს მოსწონს |