x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? არ შემოგიშვებთ!" – ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მოსამართლის განჩინებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მიეცა. შეგახსენებთ, რომ საუბარია იმ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე რომელიც "ნოდარ მელაძის შაბათში" გავიდა და რომლებშიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ. გრიგოლიას თქმით, ტელევიზიაში პროკურატურის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ: "ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის “რუსთავი ორი“? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ! Vato Tsereteli ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი. p.s- საბჭოთა ქოცობის გასაგონად-მახსოვს 7 ნოემბერიც და სპეცრაზმიც! აქ საბუთებით შემოჭრაზეა საუბარი!" - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და სასამართლოს განჩინებას აზიარებს.


image









0
173
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
173