კინო "ზურა ოთახიდან აღარ გამოდის, იმედია შევძლებთ გადარჩენას, დრო მცირეა" - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს მაკა რაზმაზე 2021, 8 მარტი, 17:50 ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ საგანგებო პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მათი დახმარებისკენ მოუწოდებს. რაზმაძის თქმით, ყიფშიძეების ოჯახი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მათ რამდენიმე დღეში კერძო მევახშის მიერ საკუთარი სახლიდან გაძევება ემუქრებათ, მისივე თქმით ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფსიქო- ემოციური მდგომარეობა რთულია, ის თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდანაც კი აღარ გამოდის: " მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად. სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს! გთხოვთ ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე. იქნებ შევძლოთ დახმარება!ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები!მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი.ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას" - წერს მაკა რაზმაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.365 1-ს მოსწონს |