ფეხბურთი ტორესი - ის დაბრუნდა 2012, 2 სექტემბერი, 12:24 ფერნანდო ტორესი - მეტსახელად "ელ ნინიო" რაც ნიშნავს ბავშვის სახიან მკვლელს ფორმის პიკს უახლოვდება. მან გენიალური სეზონების შემდეგ ატლეტიკოსა და ლივერპულში სრული კრახი განიცადა ჩელსის შემადგენლობაში. თუმცა ტალანტი არ იკარგება . ის ბრუნდება . ყველაფერი ევრო 2012 დაიწყო . მართალია ნაკრების ძირითადის შემადგენლობის წევრი არ იყო მაგრამ თავი დაგვამახსოვრა ტურნირის ბომბარდირობით, ბრწყინვალე ტექნიკითა და დრიბლინგით. გუნდში კი ნაკრებიდან გამარჯვებულის მენტალიტეტით დაბრუნდა და ბავშვის სახიანმა მკვლელმა მყარად მოიკიდა ფეხი საფეხბურთო კლუბ ჩელსის ძირითად შემადგენლობაში. მან ჯერ მხოლოდ 3 მატჩი გამართა და უკვე მოასწრო 2 გოლის (ნიუკასლის და რედინგის კარში ) 2 საგოლე გადაცემის და 1 თერთმეტმეტრიანის მოპოვება. მასთან ერთად გუნდში ბრწყინავს ბელგიელი ახალწვეული ედენ აზარი, რომელიც ბრწყინვალე ასისტენტობას უწევს ფერნანდოს. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა თუმცა კიდევ ერთი კრახი განიცადა ჩელსიმ. ტორესის გუნდმა სუპერთასის ფინალი დათმო ატლეტიკოსთან ანგრიშით 4-1. თუმცა მე მჯერა რო ტორესი დაბრუნდა და ეს წელი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება 18 1-ს მოსწონს
|