პარამეცნიერებები "უკვე აღარც “ნაციონალებს” ვხედავ და აღარც “ოცნებას”... პატრიარქმა იცის!“ - ლელა კაკულია 2021, 7 მარტი, 22:29
.
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აღარც ოცნებას ხედავს, აღარც ნაციონალებს...
.
" მოდიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები და მათ ოლიგარქი აფინანსებსლელა კაკულია ტელეკომპანია „ინფო 9–ის“ გადაცემაში, 2013 წელი, 15 მარტი . დოლარის კურსი ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება — ხალხი ამისთვის უნდა მოემზადოს; . რუსეთი უკრაინას ვერ მოერევა — ისინი ბოლომდე იბრძოლებენ; ვხედავ რუსეთისა და ჩინეთის ომს, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს; ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად ჩინეთი ორად იყოფა და წარმოიქმნება სრუტე — უამრაც ადამიანს შეიწირავს; . იაპონიაში რადიაციული გაჟონვა ისევ მოხდება; როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ მშვიდდება და საბოლოოდ შვეიცარიას ემსგავსება — ნეიტრალური ქვეყანა ვხდებით; . აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და კოსმოსი ამ მიწების ჩამოჭრას არ დაუშვებს — ვხედავ საქართველოს დროშას ფსოუზე; მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და აქ უკვე აღარც „ნაციონალებს“ ვხედავ და აღარც „ოცნებას“; პატრიარქმა იცის, ვინც ვარ, თავად ვუკითხავდი ხოლმე ჩემს წინასწარმეტყველებებს'' - წერს კაკულია. . “მელიაც და კობახიძეც ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ და თავის საქმეს გააკეთებენ — წინ იარეთ, ჩემო კარგებო!“ - ცნობილი ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია 2016 წელი, 7 დეკემბრის “მაესტროს“ ექსკლუზივს აქვეყნებს, სადაც ნიკა მელიას, ირაკლი კობახიძის და სხვა პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს, რომელიც დღეს აქტუალურია. . “მე ირაკლი კობახიძეზე ვიწინასწარმეტყველე მანამდე, რომ ძლიერი ახალგაზრდაა. ასევე მომწონს ნიკა მელია — ძალიან კარგი მომავალი აქვს. შემდგომში მე მას აღარ ვხედავ იმ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელზეც დღეს დგას. ის შეიცვლის მიმართულებას პოლიტიკაში და მისთვის ეს ძალიან მომგებიანი იქნება... , • ახალგაზრდები არიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ — აქეთ კობახიძე და იქით მელია. ორივე საქართველოს შვილია და თავის საქმეს გააკეთებენ; • არც ირაკლი ალასანიაა ჩამქრალი პოლიტიკური ვარსკვლავი — ის კვლავ ამობრწყინდება, დაიმახსოვრეთ; . • ყველაფერი შეიცვლება — პარლამენტიც, მინისტრთა კაბინეტიც, მთავრობაც — ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ; • მე არავის მხარე არ ვარ – მე ვარ საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეზე და პირნათლად ვასრულებ ჩემს მისიას!“ - აცხადებდა ლელა კაკულია “მესტროს“ ეთერში 2016 წელს. წინასწარმეტყველებას სოციალურ ქსელში ანახლებს. 428 1-ს არ მოსწონს
|