რელიგია კვიპროსში მართლმადიდებლები აპროტესტებენ სიმღერას "სატანაზე",რომელიც "ევროვიზიაზეა" წარდგენილი 2021, 7 მარტი, 12:22 ![]() კვიპროსის მართლმადიდებელი ახალგაზრდობა მიიჩნევს, რომ ეს სიმღერა არის "ბნელი ძალების საგალობელი", იგი "აღიარებს ადამიანის ბნელი ძალებისადმი მორჩილებას და ამცირებს და შეურაცხყოფს ხალხს", იუწყება გაზეთი philenews-ი. ![]() მომიტინგეებმა საპროტესტო რეზოლუცია გადასცეს კვიპროსის სამაუწყებლო ტელერადიო კორპორაციის ახალი ამბების დირექტორს, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ შეირჩეს სხვა კომპოზიცია "ევროვიზიაზე", წარსადგენად რომელიც "ხაზს გაუსვამს კვიპროსის სახელმწიფოსა და ბერძნული მართლმადიდებლური საზოგადოების გადარჩენის პრობლემას". ![]() ![]() თავის მხრივ, ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ სიმღერა El Diablo- ს არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმის პროპაგანდასთან. ელენა ცაგრინას მიერ შესრულებული კომპოზიციის მისამღერი ასე ჟღერს: I fell in love, I fell in love I gave my heart to el diablo, el diablo I gave it up, I gave it up Because he tells me I'm his angel, I'm his angel Oh-oh-oh, el diablo, el diablo I fell in love, I fell in love I gave my heart to el diablo, el diablo (შემიყვარდა, შემიყვარდა გული მივეც el diablo, el diablo-ს მივატოვე, მივატოვე იმიტომ, რომ ის მეუბნება, რომ მე მისი ანგელოზი ვარ, მე მისი ანგელოზი ვარ ო-ო-ო, el diablo, el diablo შემიყვარდა, შემიყვარდა გული მივეც el diablo, el diablo-ს) მაუწყებელმა განმარტა, რომ სიმღერა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიულ ბრძოლას ეხება. სიუჟეტის მიხედვით, გოგონას გრძნობები აქვს უღირსი კაცის მიმართ, მისი სიყვარული სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსია, რის გამოც იგი რჩეულს ეშმაკს უწოდებს. მაგრამ მაინც პოულობს ძალას გათავისუფლდეს მისგან. 93 2-ს მოსწონს
|