x
image
ლიზა
ჩემი დაწერილი ლექსი...
image
მე ვბრუნდებოდი უკან წარსულში,
თვალიდან ცრემლებს ვერ ვიშორებდი,
ისევ მიყვარდი უზომოდ, ძლიერ,
მაგრამ უფალი ვერ ვიქნებოდი...

ვერ განვკარგავდი დროის მანქანას,
ვერ წავიდოდი უკან წარსულში,
რადგან მე ხომ ბრძოლაში ვიყავ
და ბედისწერას მტკიცედ ვებრძოდი...

მე ვოცნებობდი ბედის შეცვლაზე,
მაგრამ ოცნება, ოცნებად დამრჩა,
მე ვერ დავბრუნდი უკან წარსულში
და ამან გული უზომოდ დამწვა...

ჩამოიფერფლა სევდის ნისლები
და შემოდგომა უეცრად დადგა,
სანამ წარსულის ლანდებს ვეძებდი,
აწმყოში დროის ნაწილი გაქრა...
0
64
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0