x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გავრილოვს ნუ უკვდავყოფთ -ლევან ღვინჯილია ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს მიმართავს
ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დამკვირდებული ტერმინი - „გავრილოვის ღამე" არასწორია.


„მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და „პოლიტიკოსებს“, რომლებმაც დაამკვიდრეთ ტერმინი „გავრილოვის ღამე“:


იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ამით უკვდავყოფთ იმ ვიღაც გავრილოვის სახელს?

image


ადვილად მისახვედრია, რომ „ბართლომეს ღამე“ გაგიგონიათ და ამის კალკირებით შექმენით „გავრილოვის ღამე“, მაგრამ არა მგონია, ეს დიდად მოსაწონი „მიგნება“ იყოს, რამდენადაც ამას ახლავს ის მეორე, ნეგატიური შედეგი, რაზეც აქვე უკვე მოგახსენეთ.


გავრილოვის სახელის უკვდავყოფა ჩვენი, ქართველების, ზეამოცანა არ უნდა იყოს. დაფიქრდი ამაზე!


თუ მაინცადამაინც კალენდარული მითითება გჭირდებათ, შეგიძლიათ თარიღი დაასახელოთ „20 ივნისის (და არა – “გავრილოვის“) ღამე“. ნუ უკვდავყოფთ ვიღაც გავრილოვის გვარს საქართველოში. ეს არაფერს მოგვცემს“, – წერს facebook-ის პირად გვერდზე ლევან ღვინჯილია


image

0
219
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0