x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510123
ერთი ნახვით შეყვარება!!!
image














ნახე გაწვიმდა და ჩემს თვალს მოერია სევდა,

რატომ? იმიტომ, რომ ყოველი წვიმის წვეთი შენს თავს მახსენებს.

რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ასეთ წვიმიან დღეს გაგიცანი,


იდექი წვიმაში და თითქოს მე მელოდი, დაგინახე და გავიფიქრე, აი მეც მოვედი, აქ ვარ და თვალზე ცრემლი მომერია უნებურად, შენ ღიმილიანი სახით გამომხედე და ამ ერთმა გამოხედვამ ყველაფერი შეცვალა, ჩემს ცხოვრებაში. იმ წუთას ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გული, ამიტანა თრთოლვამ, ეს იყო რაღაც უცნაური და ამავდროს სასიამოვნო გრძნობა, ვიგრძენი, რომ გულის რომელიღაც კუნჭულში პატარა ნაპერწკალი აენთო, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა.

სევდიანი და ყოვლის მეტყველი თვალები, მომღიმარი ტუჩები, ჩემთვის ყველაფერი იყო.

ის დღე ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. წვიმის წვეთები ნაზად ეცემოდა მიწას, ნაზად ეხებოდა სხეულს და ყოველი წვიმის წვეთის შეხებაზე მეგონა, რომ შენ იყავი. შენ კი ისევ მომღიმარი სახით იდექი და მიყურებდი და ასე უსიტყვოდ მიბრუნდი და წახვედი. მე ცრემლმორეული ვიდექი წვიმაში, მეგონა დაბრუნდებოდი, მაგრამ არ დაბრუნდი მას შემდეგ გელოდები შეყვარებული უიმედოდ, image

უცნობ ბიჭს, რომელიც ასე დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს გულსა და გონეაში.

ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა. ყოველ დილით იმ იმედით ვდგებოდი, რომ ისევ გნახავდი, მაგრამ ამაოდ ყოველი დღე ისევ ლოდინით მთავრდებოდა. ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენოდა, ცრემლი არ შორდეოდა ჩემს თვალებს, ცხოვრება უაზრო მეჩვენებოდა შენს გარეშე, ყველაფერი შენს ირგვლივ ტრიალებდა, ყველაფერი შენს თავს მახსენებდა ყველგან შენ გხედავდი, მეგონა მოხვედი, მაგრამ შენ უსიტყვოდ ქრებოდი, უაზროდ დავეხეტებოდი გეძებდი, მაგრამ შენ არსად ჩანდი. ასე გადიოდა დღეები, თვეები, და უკვე, რამდენიმე წელი. თითქოს დაგივიწყე, აღარ მინდოდა დავლოდებოდი იმ უცნობ ბიჭს, რომელიც წვიმასავით უცებ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და უცებვე გაქრა მინდოდა მეფიქრა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო, აღარ მინდოდა შენზე ფიქრი, მსურდა ყველაფერი ისე ყოფილიყო სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობდი ცხოვრება გამეგრძელებინა, შენზე მოგონებების გარეშე, შენზე ფიქრის გარეშე, საერთოდ შენს გარეშე, მაგრამ ამაოდ ყველაფერი ისევ თავიდან იწყებიდა.

აი ისევ გაწვიმდა, ისევ აიშალნენ მოგონებები, ისევ დავეხეტებოდი ქუჩებში უაზროდ, უცებ გავჩერდი ნაცნობ ადგილას ვიდექი ისევ იქ სადაც პირველად გნახე ახლა მე გელოდი, ვიდექი ჩუმად ერთ ადგილზე, თითქოს გავიყინე, ფიქრები ირეოდა თავში გზას გავყურებდი, გული გამალებით მიცემდა, ველოდი შენს გამოჩენას უცებ ხმა ჩამესმა: -აი მეც მოვედი აქ ვარ ამიტანა სიცივემ, შიშმა, შენი ნახვის შიშმა ამ წუთს იმდენხანს ველოდი, რომ იმედიც აღარ მქონდა შენი ნახვის, მაგრამ მოხვედი აქ ხარ და ისევ გაღიმებული სახით შემომცქერი.imageბედნიერი ვარ, რომ ისევ ვხედავ შენს თვალებს, შენს სახეს, იდუმალ

ღიმილს, რომელიც ასე მტანჯავდა, ისევ ჩვეული ღიმილით და ცრემლიანი თვალებით შევცქერით ერთმანეთს ასე ჩუმად და გაუნძრევლად. დრო გაჩერდა, თითქოს ერთ ადგილას გაიყინა მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით მე და შენ. არ მინდოდა ეს წუთები დამთავრებულიყო მინდოდა მეთქვა რამე, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი თითქოს დავმუნჯდი. შენ კი ყოვლად მეტყველი თვალებით მიცქერდი . გონს ვერ მოვდიოდი, ვერ ვიჯერებდი, რომ აქ იყავი ჩემთან, თავი სიზმარში მეგონა, გაღვიძება არ მსურდა, რადგან მინდოდა ეს წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო.

-მომენატრე.

-რაა? მე გაოცებით შეგხედე შენ კი მიღიმოდი.

-მომენატრე... ხო მომენატრე.

მე ენა ჩამივარდა, ხმას ვერ ვიღებდი სახეზე ღიმილი დამედო.

-შენზე ხშირად ვფიქრობდი, იმ წუთებზე ვფიქრობდი, როცა ისევ შევხვდებოდით.

ხელი ხელზე მომკიდე და დაჟინებით მიყურებდი, ელოდი ჩემს პასუხს, მე კი ხმას ვერ ვიღებდი გიყურებდი და თველებზე ბედნიერებისგან ცრემლები მომდიოდა.

-შენ არ მოგენატრე?

-მეე? ხო.... კი მომენატრე თანაც ძალიან... წარმოვთქვი ძლივს.

-მართლა?

-ხო.

ბედნიერებისგან თვალები გაგინათდა.

-იცი? მეგონა შენს ხმას ვერასდროს გავიგებდი.

-მართლა?

-ხო. მართლა მიყვარხარ...

-რა?

-მიყვარხარ

მე გავჩუმდი

-არაფერს მეტყვი?

მე გული ამიჩქარდა ამიტანა თრთოლვამ, აირია ყველაფერი, ნუთუ ეს მართლა ხდება. ბედნიერებისგან ხმა

ჩამიწყდა მინდოდა მეთქვა მეც მიყვარხარ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ცოტახანს ჩუმად ვიდექი და მას ვუყურებდი.

მერე ძლივს წარმოვთქვი:

-სად იყავი? ამდენ ხანს რატომ არ ჩანდი? იცი?მე გელოდი ყოველდღე გელოდი...

მან შემაწყვეტინა

-ახლა ხომ აქ ვარ, შენთან, მიყვარხარ... იცი? ყოველდღე ვფიქრობდი უცნობ გოგონაზე, რომელიც

ჩემს წინ თვალცრემლიანი და ნაღვლიანი სახით იდგა.

მე გაოცებულმა შევხედე.

-ნუთუ მართლა გახსოვდი?

-კი მახსოვდი, როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა გოგონა რომელმაც ჩემს გულში ნაპერწკალი გააღვივა.

-მიყვარხარ. ვუთხარი მე.

გაიღიმა და თმა ნაზად გადამიწია ბეჭიდან.

-გიყვარვარ?

-ხო მიყვარხარ...სიხარულისგან ვყვიროდი.

ის კი ღიმილით მიცქერდა

ისე წვიმდა თითქოს მასაც უხაროდა ჩვენი ბედნიერება.

-ხომ აღარ წახვალ? სევდიანი ხმით ვკითხე.

-არა, აღარ წავალ. გამიღიმა და გულში ჩამიკრა.

image

3
222
4-ს მოსწონს
ავტორი:ლელაკო
ლელაკო
222
  
2012, 2 სექტემბერი, 22:59
:*:************
2012, 2 სექტემბერი, 14:48
ცრემლი მომერია, გული ამიჩუყდა, სათუთი ჩანახატია, სენტიმენტალურ ნოტას გიტოვებს....
2012, 1 სექტემბერი, 18:55
ამ პატარა ნაწარმოების ავტორია სოფო ერაძე მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდა
0 1 3