სხვა წარმატების ფასი: ფოტოგრაფმა ვიეტნამის ცირკის მსახიობთა ყოველდღიური მძიმე ყოფა აღბეჭდა 2021, 2 მარტი, 13:49 მსოფლიოში პირველი ცირკი ლონდონში 1777 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ეს სანახაობა აკრობატების, ტანმოვარჯიშეების, ილუზიონისტების, კლოუნებისა და გაწვრთნილი ცხოველების მონაწილეობით მსოფლიოში ერთი - ერთი ყველაზე პოპულარულია. ცირკი განურჩევლად ყველას უყვარს: მოზრდილებსაც და ბავშვებსაც.დღეს ცირკი მსოფლიოს მრავალ ქალაქში არსებობს, თუმცა უდიდესი პოპულარობა და აღიარება მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოიპოვა. მათ შორის ერთ - ერთი კი ჰანოის ცენტრალური ცირკია.ესპანელმა ფოტოგრაფმა კრისტიან როდრიგესმა მოახერხა მისი მონახულება და ცირკის მსახიობთა კულისებს მიღმა ცხოვრების აღბეჭდვა.კრისტიანი ამბობს, რომ ლამაზი სურათის უკან მსახიობთა საშინელი ტანჯვა და თავდაუზოგავი შრომა იმალება. ფოტოგრაფის თქმით, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის რომ ისინი ამ პროექტში მონაწილეობაზე დაეთანხმებინა.ხელოვანს ცირკის მსახიობებთან ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოუწია და ბრწყინვალედ იცის რაზეც საუბრობს: "ისინი ძველ თეატრში ცხოვრობენ, და მათი ცხოვრება მთლიანად დანგრეულია, ისინი ყველანაიარად ცდილობენ თავიანთი ცხოვრებისეული სირთულეების გარეშე თვალისგან დამალვას, მათ ამის გამო უბრალოდ რცხვენიათ. ბევრ მათგანს "iPhone" და "iPad" - იც კი აქვს, თუმცა მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ საკუთარ თავს ღირსეული, ან თუნდაც ელემენტარული საცხოვრებელი ფართის ქირაობის უფლება მისცენ".გასულ წელს კრისტიან როდრიგესი ვიეტნამის დედაქალაქში ჯიბეში 130 ევროთი ჩაფრინდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იქ სამი თვის განმავლობაში საცხოვრებლად. მისი ფოტონამუშევრების გმირებს კი ამ რაოდენობის თანხა კი არ აქვთ. ასე რომ, ყველა ეს ფერადი ტანსაცმელი, განათება, შუქი და სხვა საცირკო ატრიბუტიკა სხვა არაფერია თუ არა ცხოვრების წესი, რომელშიც მათ სურთ ცხოვრება.295 შეფასება არ არის |