ფოტოგრაფია ,,ღამის ზღვის სამკაულები" - იაპონელი ფოტოგრაფის შეუდარებელი კადრები 2021, 1 მარტი, 12:37 ![]() იაპონელი ფოტოგრაფი რიო მინემიზუ ხაზს უსვამს პლანქტონის მნიშვნელობას მთელი პლანეტისთვის, მის გამოფენას დაარქვა “ღამის ზღვის სამკაულები". “პლანქტონი'' მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და ხეტიალს ნიშნავს. პლანქტონს არ შეუძლია გაუძლოს ზღვის ძლიერ დინებას, ამიტომ ის მასთან ერთად მიედინება. მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია. პლანქტონის გარეშე ოკეანეებში ცხოვრება აღარ იქნებოდა, ისინი კვებითი ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ, კვების გარდა ჟანგადის წარმოქმნას ხელს უწყობენ. ![]() პლანქტონის წყალში გადაღება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამ არსებების ზომა ძალიან იშვიათ შემთხვევაში რამდენიმე მილიმეტრს აღემატება, ასევე მათი მოძრაობა სწრაფი და არაპროგნოზირებადია, ამიტომ დიდი მიღწევაა მათ ოპიექტივში მოხვედრა. ![]() ![]() პლანქტონი ოკეანის სამკაულებს წარმოადგენენ და ანათებენ, როგორც ძვირფასეულობები სინათლის სხივების შუქზე. 60 3-ს მოსწონს
|