ფსიქოლოგია მითხარი, სხეულის რომელ ნაწილს იბან პირველ რიგში და გეტყვი, რას აღნიშნავს ის 2021, 18 აპრილი, 12:06 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი -როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს და ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა, შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა, გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ბუნებრივია, რომ პირად ჰიგიენას უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ, მიზეზი კი ერთია - გამოვიყურებოდეთ ლამაზად და თავიდან ავიცილოთ კანისა და სხვა დაავადებები, რასაც სიბინძურე იწვევს. მაგრამ, იცოდით, რომ თქვენი ქცევიდან გამომდინარე, (უფრო კონკრეტულად კი, დაბანის პროცესს სხეულის რომელი ნაწილით იწყებთ) შეიძლება განისაზღვროს თქვენი ხასიათი. ვიცი, ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა, მოდით, შევამოწმოთ. მითხარი, სხეულის რომელ ნაწილს იბან პირველ რიგში და გეტყვი, რას აღნიშნავს ისსახე - თუ დაბანის რიტუალს სახის დაბანით იწყებთ, ეს მიუთითებს ფაქტზე, რომ ფინანსები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ეძებთ გზას, როგორ გამოიმუშავოთ მეტი ფული, რათა უზრუნველყოთ ბავშვების მომავალი და პირობები. ასევე, ფაქტი მიუთითებს, რომ ამ ტიპის ადმიანები არიან ძალიან მეგობრულები, საიმედოები და უბრალოდ, კარგი პარტნიორები საწოლში. თმა - თუ შხაპის მიღებას თავის დაბანით იწყებთ, ე.ი სულით მხატვარი ხართ. ყოველთვის უსმენთ გულის კარნახს და არ ყვებით გონების ძახილს. გიყვართ ღრუბლებში ფრენა და ოცნება, რის გამოც გარშემომყოფები ზარმაცად გთვლიან. თუმცა, თუ ცხოვრების მიზანს იპოვნით, მაშინ თანასწორი არ გეყოლებათ. მკერდი - ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში გულმკერდის არეს იბანენ, კარგი ლოგიკით გამოირჩევიან და არიან პირდაპირები. დროს არ კარგავენ უქმად და ოცნებებში. ისინი გადაწყვეტილებებსაც ცივი გონებით იღებენ. ძალზედ მოტივირებულები არიან და ურჩევნიათ მოქმედება, ვიდრე ლოდინი. მეგობრადაც შემოქმედებით ხალხს ირჩევენ. იღლია - თუ შხაპის ქვეშ პირველი რასაც აკეთებთ, ეს იღლიების დაბანაა, მაშინ თქვენ კეთილი და პასუხისმგებლიანი ადამიანი ბრძანდებით. ძალიან შრომისმოყვარე ხართ და ეხმარებით გარშემო ყველას - ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ახლობლებს, მაგრამ ისინი ხშირად იყენებენ თქვენს სიკეთეს ბოროტად, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ მათთან ურთიერთობისას. ყურები - მკვლევარების აზრით, ადამიანები, ვინც შხაპის ქვეშ დაბანას ყურებით იწყებენ, ძალიან დაკვირვებულები და ყურადღებიანები არიან. ისინი ყოველთვის ადევნებენ თვალყურს დროს და სრულყოფილად ვითარდებიან. მოგზაურობენ, ურთიერთობენ, აკვირდებიან ტექნოლოგიურ სიახლეებს. მაგრამ, ამავე დროს, ისინი ძალიან თავდაჯერებულები, ქედმაღლები და ჯიუტები არიან. მხრები - თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვინც დაბანას მხრებით იწყებს, შეიძლება ითქვას, რომ ხართ მერყევი ადამიანი. ძნელია მიხვდეთ და იპოვოთ თქვენი მოწოდება, ახალ ნაცნობებსაც ძნელად იძენთ, გირჩევნიათ მარტო იყოთ. ხშირად "გიხდებათ ბუნება" და "გეკვეთებათ სასო", ასევე მარტივად შეგიძლიათ დახარჯოთ მთელი ფული კაზინოში ან რაიმე მსგავსში. ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია, იპოვოთ ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერთ და გიმეგზურებთ. კისერი - მკვლევარების აზრით, ადამიანები, ვინც დაბანას კისრით იწყებენ, არიან მშიშრები. ისინი თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და ცხოვრობენ ასოციალური ცხოვრების წესით. მათი აზრით, მთელი მსოფლიო ტრიალებს მათ გარშემო. ისინი ყოველთვის დარწმუნებულები არიან, რომ მათი პერსონა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი ჭორაობს მხოლოდ მათზე. ინტიმური ზონა - ადამიანები, ვინც დაბანას ინტიმური ზონით იწყებენ, მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევიან. ძალიან სექსუალურები არიან და ყოველთვის აკრავთ გარს საპირისპირო სქესის ადამიანები. ისინი კარგად ერკვევიან ადამიანებში, აღიარებენ მხოლოდ ნათესავებსა და დროში გამოცდილ პიროვნებებს. ასევე, ძალიან კარგები არიან საწოლში. ფეხები - თუ დაბანას ფეხებით იწყებთ, მიანიშნებს, რომ ძალიან ფრთხილი ხართ. ამ ტიპის ადამიანებს ყველაფერზე აქვთ დაწესებული ჩარჩოები, ამიტომ უჭირთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილბებების მიღება და ამის გამო, ივშიათად იკავებენ თანამდებობას. ცდილობენ ბევრს მიაღწიონ, მაგრამ ეშინიათ წარუმატებლობის, ამიტომ პრაქტიკულად არ რისკავენ. ასეთ ადამიანებს ყველაფერი გრაფიკით აქვთ გაწერილი და ასევე აქვთ საკუთარი სცენარი ყველაფრისთვის, იქნება ეს ოჯახი, კარიერა, სახლის ინტერიერი თუ სხვა რამ... P.S. თუ ჯერ არ გაგიანალიზებიათ, დააკვრდით, როდესაც საშხაპეში შეხვალთ, თუ სხეულის რომელი ნაწილით დაიწყეთ ჰიგიენაზე ზრუნვა და გაგვიზიარეთ დაემთხვა თუ არა თქვენი დახასიათება. იხილეთ აგრეთვე: იცით რას აღნიშნავს თქვენი თითის ანაბეჭდი? თქვენ როგორ ზიხართ? - იცით რას განსაზღვრავს თქვენი ჯდომის წესი? ● რამდენი ხაზი გაქვთ მაჯაზე 3 თუ 4? ნახეთ რას ნიშნავს ისინი იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს? შეაერთეთ ხელის გულები და დააკვირდით ხაზები როგორ იკვეთება 485 6-ს მოსწონს
|