სილამაზის სტანდარტები სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ქვეყანაში აშკარად სხვადასხვაგვარი იყო, თორემ პერსიის პრინცესა ქაჯარის სიყვარულმა როგორ მოაკვლევინა ტავი 13 მამაკაცს. 13 უარყოფილ მამაკაცს!
გასაგებია, რომ მხოლოდ სილამაზე არ იზიდავს ადამიანების გულებს, შეიძლება ჰქონდეს ქალს შარმი, საოცარი ხასიათი, მანერები... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქაჯარი პერსიის სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა. ანუ ადამიანების გემოვნება ზოგჯერ გაუკუღმართებულ სტანდარტებს მიჰყვება და ერგება.
ქაჯარი იყო ჭკვიანი და ინტელექტუალი ქალი. ფემინისტი, ქაჯარების დინასტიის მემუარისტი. კარგად ხატავდა, წერდა, თუმცა გონიერების ან ნიჭიერების სიმბოლოდ კი არა, სილამაზის სიმბოლოდ აღიარეს.
ბოლოს და ბოლოს პრინცესა იყო და 21-ე საუკუნიდან, რომელიც მერკანტილისტურმა, ბიზნეს "სიყვარულმა" წალეკა, შეიძლევა ვიფიქროთ, რომ იგი სიმდიდრისა და სტატუსის გამო "უყვარდათ", მაგრამ არა, ასეთ შემთხვევაში, მისგან უარყოფილი მამაკაცები თავს არ მოიკლავდნენ, გააგრძელებდნენ ახალი გამოსაჭმელი სხვისი ბოსტნის ძებნას...
თავს იკლავენ მხოლოდ თავდავიწყებით შყვარებული ადამიანები, რომელსაც სიყვარულის ობიექტებმა უარი უთხრეს.
და მაინც, საოცარია, ქაჯარი მიგაჩნდეს ლამაზ ქალად მიუხედავად იმისა, რომ "უშნო ქალი არ არსებობს"...
ბოლოს, ერთადერთი, რამაც შეიძლება ახსნას ქაჯარის სილამაზის მსხვერპლად ქცეულობა, არის ის, რომ გემოვნებაზე არ დავობენ.
აღარც ჩვენ ვიდავოთ, რადგან ფაქტი ჯიუტია