სხვა როგორ გამოიყურება სერ შონ კონერის აპარტამენტები, რომელიც ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა 2021, 27 თებერვალი, 10:41 შოტლანდიელ მსახიობსა და პროდიუსერს, სერ შონ კონერის არა მხოლოდ ლამაზი ქალები და მანქანები უყვარდა, იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდიდრულ სახლებშიც ცხოვრობდა. მას ვილები ჰქონდა ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში და ბაჰამის კუნძულებზე. ერთ-ერთი ასეთი საცხოვრებელი კომპლექსი საფრანგეთის რივიერაზე, ქ. ნიცასთან მდებარეობს, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები დღესაც შონის სახლს უწოდებენ (შონ კონერი 2020 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა ბაჰამის კუნძულებზე, თავის ვილაში, 90 წლის). ვილა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და თავის დროზე ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა, ფილმში "არასოდეს თქვა არასოდეს". სახლი ამაღლებულ ბორცვზე, კლდის ნაპირზე დგას, საიდანაც ინგლისურ სანაპიროზე და ნიცის ძველ პორტზე იშლება ხედი. იგი გარშემორტყმულია მაღალი გალავნით, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს საიმედოდ იცავდა მომაბეზრებელი თაყვანიმცემლებისა და პაპარაცებისგან. თვითონ ვილა 1920-იანი წლების კლასიკური ფრანგული არქიტექტურის სტილის ქვის სახლს წარმოადგენს, რომელსაც გლიცინიები და სურო ამშვენებს. მას ხუთი დონე აქვს, აქვს ღია ტერასა სახურავზე და ლიფტი. სახლში ხუთი საძინებელია და სააბაზანო ყოველ სართულზე. მთავარი შესასვლელიდან დიდ მისაღებში ხვდებით, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება მთებზე და ზღვაზე, აგრეთვე ჩრდილიან ტერასებზე, რომელიც სახლს ყოველი მხრიდან აკრავს. სახლის პირველ სართულზე ფიტნეს-ცენტრია სატრენაჟორო დარბაზით, საშხაპით, გასახდელით და დახურული აუზით, რომელსაც აქვს გასასვლელი ბაღში. გადაათვალიერეთ:62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან ისტორიული "ფოტოფაქტები" ყალბი აღმოჩნდა 303 6-ს მოსწონს
|