x
image
მადამ ფისუნია
ცხოვრება იაკუტიაში

image

ფოტოგრაფი იღებს იაკუტიაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში.

ზამთარი შეიძლება მრავალი ადამიანისთვის საკმაოდ მტკივნეული და მომაბეზრებელი იყოს. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც ცხოვრობს მსოფლიოს იმ ადგილებში მაინც, რომლებსაც აქვთ ცივი ტემპერატურა და თოვლის უზარმაზარი გროვები. ამასთან, რუსეთში, რეგიონში სახელწოდებით იაკუტია, რომელსაც ასევე სახას რესპუბლიკასაც უწოდებენ, მისი ზამთარი -50 გრადუსი ცელსიუსით გამოირჩევა. რეგიონი მოსკოვიდან 5300 კილომეტრში მდებარეობს და თითქმის 1 მილიონი მცხოვრები ჰყავს.

იაკუტიელმა ფოტოგრაფმა ალექსეი ვასილიევმა გადაწყვიტა აღებეჭდა იაკუტიელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ბრძოლები, მას სურს აჩვენოს თუ როგორ გამოიყურება ცხოვრება ასეთ ცივ რეგიონში და რას აკეთებენ ადამიანები დროის გასატარებლად. ფოტოგრაფმა განაცხადა: "წარსულში მე ალკოჰოლიკი ვიყავი. როცა სასმელს თავი დავანებე, სიცარიელის შევსება დამჭირდა, რაც სასმელმა დამიტოვა. შემდეგ ფოტოგრაფია გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ის მასწავლიდა ცხოვრების უფრო დადებითად დანახვას."

0
683
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0