სხვა ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება 2021, 25 თებერვალი, 23:31 ![]() გასულ კვირას, 72 წლის ფრანგ მსახიობს, რომელსაც უკვე რვა წელია რუსეთის მოქალქეობა აქვს, ისევ წაუყენეს ბრალდება სექსუალურ ძალადობაში, იუწყება გამომცემლობა AFP. 2018 წლის ზაფხულში დეპარდიემ იძალადა მსახიობზე, რომელიც იმ მომენტისთვის 22 წლის იყო, თვითონ კი 69 წლის. გოგონას ვინაობა არ ხმაურდება. გაზეთ Le Parisien-ი აღნიშნავს, რომ ჟერარ დეპარდიე და გოგონას მამა კარგი ნაცნობები იყვნენ და დეპარდიემ ახალგაზრდა მსახიობს კარიერულ წინსვლაში დახმარება შესთავაზა. მან რამდენიმეჯერ მიიწვია იგი თავის სახლში, პარიზში, ახალ როლზე სარეპეტიციოდ, და ორჯერ იძალადა მასზე, 7 და 13 აგვისტოს. ანონიმურმა წყარომ მასმედიასთან აღნიშნა, რომ "მათ შეხვედრებში არაფერი იყო პროფესიონალური." ორი კვირის შემდეგ გოგონამ პირადად შეიტანა განცხადება პოლიციაში და დაიწყო გამოძიება. ![]() თავისი ადვოკატის მეშვეობით, ჟერარ დეპარდიემ უარყო ყველა ბრალდება. "სამწუხაროა, რომ საქმე გახმაურდა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ჟერარ დეპარდიეს რეპუტაციას. დარწმუნებული ვარ, მისი უდანაშაულობა დამტკიცდება", განაცხადა იურისტმა, ერვე ტემიმემ. 2019 წლის ივნისში, საფრანგეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო და განაახლა მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში, დაზარალებულის განმეორებითი ჩივილის გამო. 16 დეკემბერს, პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წაუყენა მსახიობს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. თვითონ დეპარდიე მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისუფლებაზეა, თუმცა სასამართლოს მეთვალყურების ქვეშ იმყოფება.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |