სისხლის სამართალი მამაკაცმა მეზობლის გული ოჯახის წევრებს აჭამა,რათა "ავი სულები" განედევნა 2021, 24 თებერვალი, 16:13 ![]() ![]() ფოტოზე ანდრეა ბლანკეშიპი მკვლელობის შემდეგ მამაკაცი დაბრუნდა სახლში, ვითომცდა თითქოს არაფერი მომხდარა, მოკლული ქალის გული კარტოფილით მოუმზადა ოჯახის წევრებს დ აჭამა. ამით სურდა უახლოესი ნათესავების სხეულიდან "ავი სულების განდევნა". ![]() გაზეთ The Oklahoman -ის ცნობით მამაკაცმა დანაშაული აღიარა. გარდა ამისა, ანდერსონი ეჭვმიტანილია კიდევ ერთ დანაშაულში. მან 67 წლის ბიძა ლეონ პაია და 4 წლის შვილიშვილი კაეოს იეტსი მოკლა, გადარჩა ბიცოლა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა და მამაკაცი შეიპყრეს. (მთავარ ფოტოზე მარჯვნივ) აღსანიშნავია, რომ რომ იანვარში ანდერსენი ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მანამდე ის უკვე ორჯერ იყო ციხეში გოგონაზე თავდასხმის, ნარკოტიკების შენახვის და გაყიდვის გამო. შტატის გუბერნატორმა იგი შეიწყალა და 9 წლამდე შეუმცირა სასჯელი. ახლა ამერიკელს სიკვდილით დასჯა ემუქრება. 164 3-ს მოსწონს
|