x
image
ლადო_25
მწვანე დაფის განსაკუთრებული შესაძლებლობები

image

დაფა, როგორც სკოლის აუცილებელი ატრიბუტი მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. დაფის საშუალებით პრობლემა მარტივად გადაიჭრა, ნაკლები დრო და მეტი ეფექტი. მასწავლებელს შეეძლო ერთდროულად აეხსნა საგანი და დაფაზე თვალსაჩინოებისთვის დაეწერა ან დაეხატა.

დროთა განმავლობაში იხვეწებოდა დაფის ვიზუალი, ფერი, მასალა. თავდაპირველად გამოიყენებოდა შავი საღებავით დაფარული დაფა. არავინ ფიქრობდა ფერის შეცვლაზე, მათი აზრით, ცარცის თეთრი კვალი კარგად ჩანდა შავ ფონზე.

მე-20 საუკუნის პერიოდში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სურათებთან ხანგრძლივი მუშაობით, მწვანე ფერი თვალისთვის ყველაზე ოპტიმალური ფერია. სკოლის მასწავლებლებმა, რომლებმაც მიიღეს მწვანე დაფების საცდელი პარტია, დაადასტურეს, რომ სამუშაოს პროცესში მწვანე ფერი ბევრად უკეთესია, განსაკუთრებით მზიან დღეებში.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მწვანე დაფებით შეივსო ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების, შემდეგ კი დასავლეთ ევროპის სკოლები. ბევრად მოგვიანებით აღმოსავლეთ ევროპაში შემოვიდა მწვანე დაფები .



0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0