x
image
ირინა მ.
იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს

image

არქიტექტორებმა, რობერტო დინიმ და სტეფანო ჯორჯიომ ნამცეცა, ასაწყობი კონსტრუქცია დააპროექტეს და იტალიურ ალპებში დაამონტაჟეს, 3290 მეტრის სიმაღლეზე. სახლი მათი მეგობრის, ლუკა პასტუალეტის სახელობისაა, რომელიც 2014 წლის მაისში, აპუანის ალპებში დაიღუპა.

LEAPfactory-სთან ერთობლივი თანამშრომლობით, პრეფაბი მათ ჯერ სადურგლო სახელოსნოში ააწყეს, შემდეგ მომზადდა მოედანი. სახლის დამონტაჟება კი არც ისე ადვილი იყო, თუ ალპების მკაცრ კლიმატურ პირობებს გავითვალისწინებთ. ხის და ფოლადის ასაწყობი კონსტრუქცია ოთხ ნაწილად დაჰყვეს, რაც ვერტმფრენით ოპტიმალური ტრანსპორტირებისთვის იყო საჭირო.

image

image

პრეფაბის მაღალხარისხოვანი და გამძლე კომპონენტები შექმნილია ბეტონის გამოყენების გარეშე, გააჩნია ეკოლოგიური სერტიფიკატი და ექვემდებარება მეორად გადამუშავებას. სახლი დაყოფილია ორ ზონად, მისაღებ და საძინებელ ზონებად. მისაღებში დგას მაგიდა, გათვლილია რვა ადამიანზე. არის სამზარეულოც და ადგილი, სადაც შეიძლება ალპინისტური აღჭურვილობის შენახვა. დიდი პანორამული ფანჯარა უზრუნველყოფს სინათლეს და სითბოს. იგი მიმართულია აღმოსავლეთისკენ, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება უსასრულო მთებზე.

image


image

image

image

image





ნახეთ ასევე:





კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია

image


ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image


ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)

image


ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე)

image









0
289
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0