სხვა საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ 2021, 22 თებერვალი, 0:21 თითქოს, ჩვენი უმცროსი ძმების შესახებ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ისინი განაგრძობენ ჩვენს გაოცებას. ამ ნაკრებში ნაცნობი ცხოველებია, რომელთა შესახებ ფაქტებმაც არ შეიძლება არ გაგაოცოთ. 1. ღორებს არ გააჩნიათ საოფლე ჯირკვლები, აქედან გამომდინარე ისინი არ ოფლიანდებიან. ამიტომ მათ ძალიან უყვართ გუბეებში და ტალახში ნებივრობა, რათა ოდნავ მაინც გაგრილდნენ. 2. საინტერესო ფაქტი მანგუსტებზე. თურმე ერთი ჯგუფის მდედრები ერთდროულად აჩენენ ნაშიერებს, ერთიდაიგივე დღეს. მანგუსტების ქალური სოლიდარობა და ორგანიზებულობა უბრალოდ გასაოცარია. 3. ჩვეულებრივი, უბრალო თხები "არ აქცევენ" ყურადღებას ფიზიკის კანონებს. მათთვის კედელი ერთი ჩვეულებრივი საფეხურია. 4. ჟირაფებს უჭირთ მტაცებლებისგან თავის დაცვა, ამიტომ დღე-ღამეში მხოლოდ 10 წუთიდან 2 საათამდე სძინავთ. 5. ეს იაკანაა. როცა წყალში დგას, გეჩვენებათ რომ ეს ჩვეულებრივი ჩიტია, მაგრამ საკმარისია წყლიდან ფეხი ამოჰყოს, დაინახავთ რომ მას არაბუნებრივად გრძელი და დიდი ფეხები აქვს, რაც წყალზე სიარულში ეხმარება. 6. გასაოცარია ოპოსუმების მსახიობური ნიჭი. როცა მათ რაიმე საფრთხე ემუქრებათ, ისინი არაბუნებრივ პოზაში შეშდებიან და მკვდრად მოაქვთ თავი. 7. სირაქლემა ნანდუს მდედრი კვერცხების დადების შემდეგ სხვა მამრთან მიდის, კვერცხებზე ზრუნვას კი მამა სირაქლემა განაგრძობს, გამოჩეკილ ბარტყებზეც მამები ზრუნავენ. ზოგიერთი მდედრი კვერცხებს სხვის ბუდეშიც კი დებს. აი ასეთი რთული ცხოვრება აქვთ სირაქლემა-კაცებს. 8. ჩაქუჩა ზვიგენის შესახედაობა ბევრ კითხვებს გვიჩენს, ხოლო თუ მისი რენდგენის სურათს შევხედავთ, კითხვები უფრო მოიმატებს. 9. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მარტორქები ძალიან მშვიდი ცხოველები არიან, სჯობს გადაიფიქროთ. მათ შეუძლიათ 55 კმ./სთ.-მდე სიჩქარე განავითარონ და ნებისმიერი წინააღმდეგობის ლიკვიდაცია ძალუძთ. დიდი ჯიპის ჯართის გროვად გადაქცევა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 10. თურმე კოლიბრი საშიში მტაცებელია. Androdon aequatorialis სახეობას მახვილი კბილები აქვს, იმისთვის, რომ მოწინააღმდეგები გარეკოს ყვავილების ნექტრიდან და წვრილმან მწერებზე ინადიროს. 11. ეს გოაცინია. თითქოს ჩვეულებრივი ეგზოტიკური ფრინველია, მაგრამ მისი უნიკალური თავისებურება ის არის, რომ ბრჭყალები ფრთებზე აქვს განლაგებული. 12. ნამგალა ყველაზე სწრაფი ფრინველია. იგი მთელ ცხოვრებას ჰაერში ატარებს: ჭამს, სვავს, სძინავს და ჯვარდება ჰაერში. მათ ძალიან მოკლე და სუსტი ფეხები აქვთ, რომლებსაც იყენებენ ვერტიკალურ ადგილებზე დასამაგრებლად, მიწაზე ვერ ჯდებიან. გადახედეთ სხვა სტატიებსაც:კუნძულზე დიდი ბრიტანეთის (სადაც კოვიდი ბობოქრობს) ცენტრში, ვირუსს ადვილად გაუმკლავდნენ რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც) რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს? 309 6-ს მოსწონს
|