კულტურა როგორი იყო და შესაძლოა გახდეს სამყარო პანდემიის შემდეგ 2021, 21 თებერვალი, 17:50 2020 წელი-ის ჩვენს მოგონებებში არასდროს იქნება ასოცირებული რაიმე კარგთან, რადგან ამ წელმა მოიტანა უამრავი ადამიანის დაავადება, სიკვდილი, ეკონომიკური პრობლემები, შიმშილი. გვათქმევინა უარი ცხოვრების ნორმალურ რითმზე და შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. დიახ! 2020 წელი პანდემიით გვამახსოვრდება. მსოფლიოში კორონა ვირუსი მილიონობით ადამიანს დაემართა და მათგან უამრავი გარდაიცვალა. პანდემია იყო 100 წლის წინადაც, ესპანური გრიპი და ასევე სხვა უამრავი საშიშროება ადამიანებს აიძულებდა ეტარებინა სამედიცინო ან სპეციალური ნიღაბი. ამჯერად ნიღაბი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, მაგრამ არავინ იცის მომავალშიც იქნება თუ არა ის საჭირო, დაგვჭირდება თუ არა, სოციალური დისტანცია, როგორ ვისწავლით და როგორ ვიურთიერთებთ ერთმანეთთან დროის საკითხია. მანამდე ვნახოთ, როგორი იყო წარსული და როგორი შეიძლება გახდეს ჩვენი მომავალი.
ახალშობილები დამცავ ნიღბებში ადამიანები გაზისგან დამცავი ნიღბით ქუჩაში ადამიანების ურთიერთობის ფორმა ქუჩაში 2020 წლის საქორწილო ნიღაბი ურთიერთობა შეზღუდვებით მომავლის სეირნობა? მოეწყობა თუ არა დისტანციური კაფეები და რესტორნები? უსაფრთხო პაემანი მუშაობა უსაფრთხოების ზომების დაცვით.... სწავლება სკოლებში-იქნება თუ არა მსგავსი ფორმები? დასვენება დისტანციის დაცვით ნიღაბი მოდის ინსდუსტრიაშიც როცა ნიღბის თანხა არ გაქვს.......... გისურვებთ ჯანმრთელობას! 44 5-ს მოსწონს
|