x
image
მადამ ფისუნია
ვინტაჟური ფოტო სურათები მამაკაცთა უცნაური ვარცხნილობებით
image

როგორც წესი, მამაკაცთა ძველ მოდას ვაკავშირებთ ხოლმე პრიალა, ლამაზად ჩახვეულ ჩახუჭუჭებულ და მოვლილ თმებთან, ასევე გვახსენდება გადაპრაჭული ქუდები და ნაირ-ნაირი ბაფთები მათ სამოსზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ყოველთვის არსებობდნენ მეამბოხეები, უცნაური ვარცხნილობებით, ან უბრალოდ ცუდი და მოუვლელი თმის პატრონი მამაკაცები. ეს ვინთაჟური ფოტო ალბომი ამის უდავო დამამტკიცებელი საბუთია.

რობერტ ჯეკსონი ფოტოგრაფიის მოყვარული კოლექციონერია. თავის კოლექციაში მას სამ ათასზე მეტი ფოტო აქვს. მან ან ანონიმურად მიიღო ისინი, ან ეძებდა მათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მას ყველა მათგანის საკუთრების უფლება აქვს. უზარმაზარ კოლექციას აქვს მრავალი თავისებური გამოსახულება, სწორედ ზოგიერთ მათგანს გაჩვენებთ ამ პოსტში.


ის ფლობს ფოტოებს, დაწყებული ფოტოგრაფიის ადრეული პერიოდიდან მე -20 საუკუნის ბოლომდე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მამაკაცების უცნაური ვარცხნილობები. ისინი ნამდვილად არ არიან ის, რასაც იმ პერიოდის მამაკაცის თმის ვარცხნილობისგან მოველით, სწორედ ეს განსხვავებულობა იწვევს ამხელა ინტერესს ამ ფოტოების მიმართ.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0