x
2008 წლის 8 აგვისტოს გმირებს პატარა ლექსი
image










აგვისტოს დილა გათენდა
ტყვიების ნიაღვარია,
ცხინვალში მტრების ბიჭებსა
არ უთენდებათ დარია…
ისვრიან საგუშაგოზე
ბიჭები მგლებისფრებია,
ყოველი მხრიდან იწევენ
მტერს სუნთქვაც კი არ სცალიან.
გამაგრდით, ძმებო, გამაგრდით
ოთხივ მხრით მოდის სადროშო,
მოდიან ლურჯა ცხენებით,
თქვენთან არს მთელი სამშობლო.

ვაჯკაცთ არ შეგაძრწუნოთა
სისხლმა, დაკარგვამ ძმისამა,
იბრძოლეთ გამარჯვებითა
თუნდაც ამარადხმლისამა.
იბრძოლეთ საქართველოსთვის,
ხვალინდელისთვის დღისადა,
იბრძოლეთ ყოველ გოჯისთვის
გულის გახეთქვად მტრისადა.

image










გახსოვდეთ მამა-პაპათა
ეგ დაგიტოვეს მიზნადა
დაცვა ყოველთა ქართველთა
მტრულად დახვდომა მტრისადა.
დასძლიეთ შიში სიკვდილის -
გზა თქვენ გვიჩვენეთ მომავალთ
თქვენაც ბიჭებ ხართ ღიმილის
სიმღერით ომში მიხვალთა.

image










გამარჯვებისკენ ილტვოდეთ
არ შედრკეთ თუნდაც წამია
საქართველოში, გახსოვდეთ -
კიდევაც დაიზრდებიან!!!

image

4
1043
7-ს მოსწონს
ავტორი:ციხისთავი
ციხისთავი
1043
  
2012, 6 ნოემბერი, 0:02
გაიხარე, მადლობა :) საქართველოს ვუსურვოთ ჯერ წარმატება
2012, 5 ნოემბერი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 10 სექტემბერი, 22:14
მადლობა გაიხარე...
2012, 10 სექტემბერი, 21:53
საღოლ!
0 1 4