x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 სელფი, რომლებშიც ისინი გამოიჭირეს
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



დღეს, თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი რომ სელფების გადაღებაა, ამაზე ერთხმად ვთანხმდებით, თუმცა არის გარკვეული რაღაცები, რისი გაშუქებაც ნამდვილი სირცხვილია, თუმცა სელფით შეპყრობილებს ეს რატომღაც არ ესმით და საზოგადოებას კი ძალიან აღიზიანებს. კომენტარებიდან კი ირკვევა, რომ საზოგადოებისთვის ძალიან გამაღიზიანებელია იმის ნახვა, თუ როგორ იკმაყოფილებთ ბუნებრივ მოთხოვნილებებს საპირფარეშოში, რისგან შდგება თქვენი დღის კვების რაციონი, სტუმრებს როგორ გაუმასპინძლდით, როგორ გამოიყურება თქვენი გარუჯული ბაყვი, როგორ იღებთ შხაპს, როგორ იღვიძბთ, როგორ დარდობთ და ა, შ. მოკლედ, დღევანდელ კრებულში იხილავთ ყველაზე გამაღიზიანებელ სელფებს.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
672
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0