ფილოსოფია სიყვარული საპასუხო სიყვარულს ეძებს 2021, 16 თებერვალი, 23:01 „ადამიანის ადამიანთან ურთიერთობა სარტრის მიერ არსებითად სხვა არაფერია თუ არა თავისთვის და სხვისთვის ყოფიერებას შორის თავდაპირველი განხეთქილების დაძლევის ამაო მცდელობა“. ჟან-პოლ სარტრი
მე არ მინდა ვიყო ობიექტი ობიექტთა შორის, ღირებულება ღირებულებათა შორის მე მინდა ვიყო შეუცვლელი ანუ ვიყო მისი უმაღლესი მიზანი. მე მინდა ვიყო მისი არჩევანის, მისი თავისუფლების აბსულუტური საზღვარი ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ მე მინდა მის მიერ ჩემი ყოფიერების გაგება და შეფასება ჩემს მიერ ჩემი ყოფიერების გაგებასა და შეფასებას დაუახლოვდეს და ასე ავიცდინო სხვის მიერ ჩემი ყოფიერების ჩემთვის უარყოფა. ავიცდინო კონტრასტი და განხეთქილება ჩემთვის და სხვისთვის ყოფიერებას შორის. სიყვარული საპასუხო სიყვარულს ეძებს, მაგრამ თუკი მიზანს ვაღწევთ და თავს ვაყვარებთ, ანუ თუკი იგი აბსოლუტური სუბიექტის და უმაღლესი დამფუძნებელი ინსტაციის „თანამდებობას“ მიმტკიცებს, თვითონ ჰკარგავს ამ „თანამდებობას“ და მაშასადამე, ჩემი ყოფიერების ჩემთვის დაფუძნებასა და გამართლების ძალას. ამგვარად, სიყვარული, როგორც სხვისგან ჩემი ყოფიერების ჩემთვის დაფუძნებისა და გამართლების მცდელობა, უშედეგოდ რჩება სიყვარული ამ უტოპიური სურვილის გამოხატულებაა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე დროს სუბიექტიც ვიყოთ და ობიექტიც. შეყვარებულები ცდილობენ ერთმანეთი აბსოლუტურ სუბიექტებად წარმოიდგინონ. მაგრამ თითოეული მათგანის სუბიექტურობა აფერხებს მეორის სუბიექტურობას. სიყვარული სხვისგან, როგორც სუბიექტის და ჩემი, როგორც აგრეთვე სუბიექტის, თავისუფლების დადასტურებისა და გამართლების მოპოვების ცდას მოასწავებს. სტატიის ავტორი: სოფიო მოდებაძე 18 შეფასება არ არის
|