საბუნებისმეტყველო ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს 2021, 17 თებერვალი, 0:24 ბულგარეთში, ძველი ნაქალაქარის, პროვადიის მახლობლად, დასახლებაში Соляная яма, ნაპოვნია არტეფაქტი. არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სოფიის ნაციონალური მუზეუმის პროფესორის, ვასილი ნიკოლოვის ხელმძღვანელობით, ქალაქი პროვადია კი ევროპის ყველაზე უძველესი ქალაქია, რომელიც ძველი წ.აღ. v ათასწლეულით თარიღდება. ნაპოვნი არტეფაქტი წარმოადგენს ნიღაბს, რომელიც საოცრად ჰგავს იმ უცხოპლანეტელის სახეს, რომელიც ჩვენთვის სამეცნიერი ფანტასტიკამ შექმნა, იტყობინება Archaeology in Bulgaria. აღმოჩენა მიეკუთვნება გვიანი ენეოლითის ხანას, დაახლ.4000 წ. ძვ.წელთაღრივხვით. "უცხოპლანეტელის" ყურებში მცირე ნახვრეტებია, რაც ალბათ გამოიყენებოდა მასში ძაფის გასაყრელად. პროფესორმა ვასილი ნიკოლოვმა, ბულგარეთის რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ არის დაზუსტებული, თუ რისთვის გამოიყენებოდა 6000 წლიანი თიხის ნივთი. "მე არ ვიცი, თუმცა შეიძლება ეს არტეფაქტი იმ ადამიანის სოციალური სტატუსის აღმნიშვნელი იყო, ვინც მას მკერდზე ატარებდა". თუმცა, რა დანიშნულებისაც არ უნდა იყოს მოცემული ნივთი, შესრულების სტილისტიკა ძალიან ჰგავს ვინჩის კულტურის არტეფაქტებს. ვინჩის ჩრდ.ბალკანური სკულპტურა (ძვ. წ. VI-V ათასწლეული)აგრეთვე ელ-უბეიდის "რეპტილოიდებს". თიხის სტატუეტები დამახასიათებელი რეპტილოიდური გარეგნობით. უბეიდის არქეოლოგიური კულტურა (ური. დაახლ. ძვ.წ. V-IV ათასწლეული)იაპონიის და ეგვიპტის ზოგიერთ ძეგლს. ჰერზეს არქეოლოგიური ენეოლითური ეგვიპტის დინასტიამდელი კულტურა (ნეგადა II)იაპონური თიხის ფირფიტა, ძიომონის პერიოდი (ძვ. წ. 13000-300 წ.)ყველაფერი ეს კი, ერთი კულტურის რგოლებია, რომელიც 6000 წლის წინ არსებობდა. გაეცანით აგრეთვე:საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც) უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ
493 5-ს მოსწონს
|