x
სექსუალობის ფსიქოლოგია, LGBT თემის სრული განხილვა.
მიმართვა მკითხველს : მივიღებ ყველა კომენტარს, მაგრამ გთხოვთ, ემოციებს და თქვენს მორალს ნუ მისცემთ უფლებას ხელი შეგიშალოთ რეალობის ობიექტურ აღქმაში .
XXI საუკუნეში მკვეთრად გაიზარდა სექსუალური გადახრების მქონე პირთა რიცხვი, ამიტომ განვიხილავ თუ რაში მდგომარეობს მიზეზი, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვეცდები არგუმენტირებულად დაგანახოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი LGBT ხალხის პროპაგანდასთან დაკავშირებით .
ჰომოსექსუალებს ჰყავთ მოწინააღმდეგეები, რომლებიც არ აღიარებენ მათ სექსუალურ იდენტობას და ჰყავთ მომხრეები, რომლებიც ამბობენ, რომ ნორმალურია საერთო სქესთა შორის კავშირი... და მაინც, დარჩა ვინმე, ვინც ორივე ოპონენტისთვის დამაკავშირებელი ძალა იქნება, არის რამე მედიაციური ძალა? ვის შეგვიძლია მივადგეთ, თუ არა ფსიქოლოგიის მამას, ზიგმუნდ ფროიდს! სწორედ მისი ერთ-ერთი წიგნით, "სექსუალობის ფსქიოლოგიით" დავასაბუთებ ჩემს მსჯელობებს .
მე მეჩვენება, რომ ორივე მხარე მტკიცედ უარყოფს საწინააღმდეგოს, მაგრამ ცოტა თუ მსჯელობს ობიექტურად.
მხარე, რომელიც უარყოფს მათ, ძირითად მიზეზს ასახელებს რელიგიას, ტრადიციებს, კულტურას და პიროვნულ პრინციპებს . ბუნებრივია... არსებობს ადამიანთა ცალკეული ჯგუფი, "ნუდისტებად" წოდებულნი, რომელნიც თვლიან, რომ ქუჩაში შიშველი სიარული ნორმაა და ასეც იქცევიან, მაგრამ ეს მათთვისაა ნორმა, კანონით კი ისინი ისჯებიან. სწორედ ასევე, LGBT ხალხისთვის ერთსქესიანობა ნორმაა, თუმცა მსგავსი კავშირი ადამიანის სქესობრივი შეერთების ანატომიურ საზღვრებს სცდება, მაშასადამე, ჰეტეროსექსუალისთვის ეს ვერ იქნება ნორმა, რაც ასევე ლოგიკურია .
მომხრეების ზოგადი არგუმენტის თანახმად, ჰომოსექსუალებს სრული უფლება აქვთ იყვნენ ასეთები და დაქორწინდნენ მის სქესზე, რადგან ასეთები დაიბადნენ და ეს მათი არჩევანი არაა, ხოლო ჩვენ ისეთები უნდა მივიღოთ, როგორადაც მოევლინენ სამყაროს (სწორედ ეს ეწერა 2012 წელს თბილისში გამართულ LGBT პრაიდზე) . ფროიდს გამოკვლეული აქვს ეს საკითხი, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ბიოლოგიურ დონეზე, მაგრამ ბიოლოგიური დარღვევა არ აღინიშნება, აქედან გამომდინარე პასუხები ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ლოგიკურია იმის თქმა, რომ ადამიანი რომელსაც არ გამოუვლენია საპირისპირო სქესის მიმართ სიმპათია ცხოვრების არცერთ ეტაპზე, ის ასეთი დაიბადა, მაგრამ თუკი ფსიქოანალიზს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ყველა მსგავსი ტიპის გადახრას ბავშვობის პირველი შთაბეჭდილებებიდან ჩაეყარა საფუძველი, ანდაც მოზარდობის პერიოდში. მაშასადამე, შევეხე გარდატეხის ასაკს, უკეთ განვიხილავ და აგიხსნით თუ როგორ შეიძლება ჰეტეროსექსუალი მოზარდი იქცეს ჰომოსექსუალად.
ადამიანში საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება აღემატება ნებისმიერ ბიოლოგიურ თუ ფსიქოლოგურ მოთხოვნილებას, რამეთუ ადამიანი ზედმეტად პატივმოყვარე და ეგოისტია, ესე იგი ის ყველაფერს აკეთებს, რომ მოიხვეჭოს სახელი და თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. ბავშვის ცხოვრების პირველი წლები მეტად მნიშვნელოვანია, მას თავის ქცევებში შემოაქვს ის იდეალური მოდელები, რომელსაც უფროსებზე ამჩნევს. ხედავს რა, ავტორიტეტულ ადამიანებს, იგივე მეთოდებით ცდილობს სახელის დამკვიდრებას (მაგალითად, კრიმინალურ ოჯახში გაზრდილნი კრიმინალურად ახერხებენ ამას და ასე შემდეგ.). 90იანების საქართველოში მოზარდები აქტიურად იყვენ ჩართულნი “ქურდულ სამყაროში'', ვინაიდან ირგვლივ ხედავდნენ ხალხს, რომელმაც ასე მოიპოვა სახელი.
და რა ხდება დღეს? განვიხილავთ რა XXI საუკუნის ნებისმიერ ეტაპს ბავშვის განვითარებიდან, მხედველობაში უნდა შემოვიღოთ სოციალური ქსელი (ინტერნეტ კავშირი). თუკი ჩავუღრმავდებით მოზარდების სტილს გარდატეხის ეტაპზე, მათი მეთოდი, რომ მოიპოვონ ავტორიტეტი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად თანამედროვედ გამოიყურებიან სხვა ხალხის თვალში. რა თქმა უნდა, ხშირად გვსმენია ფრაზა "არ მაინტერესებს სხვისი აზრი", მაგრამ აკი ვახსენე სოციალური ქსელი? მაშასადამე, არ არის შესაძლებელი რაიმეს განხილვა სოციუმისგან განკერძოებულად. რადგან განვიხილავთ ადამიანის ნებისმიერ მიზანს, არ შეიძლება მოვახდინოთ ეს სოციალური გრძნობის და თვითდამკვიდრებისკენ მისწრაფებისგან განცალკევებულად, ვინაიდან ყველა მიზნის მოტივში ეს ორი ურთიერთწინააღმდეგი გრძნობა იყრის თავს . რაკი ვახსენე "თანამედროვეობა", განვიხილავ ამ საკითხს უფრო ღრმად. XXI საუკუნის თანამედროვეობა გულისხმობს, რომ ვიყოთ ტოლერანტულნი ნებისმიერი სიახლის მიმართ, რომელსაც დღევანდელობა გვთავაზობს. რა კავშირშია ეს ზევით განხილულთან, LGBT თემასთან? საქართველო პატარა ქვეყანაა, ქვეყნის ძირითადი ნაწილი წინააღმდეგია განსხვავებული ორიენტაციისა. აქედან გამომდინარე, როდესაც ვინმე აცხადებს, რომ მისი ორიენტაცია არის შეცვლილი, მაშინვე ხდება ფართო საზოგადოების დაინტერესების მიზეზი (დღევანდელი რეალობა ასეთია საქართველოში) . ამას მოსდევს ის, რომ ჯგუფები, რომელშიც ათასობით ადამიანია, ასევე ტელევიზიები, დემონსტრირებას უკეთებენ ამას (რა თქმა უნდა, პირადი მოტივებით), როდესაც ბავშვი ხედავს, თუ როგორ მარტივად ხდება ადამიანი პოპულარული ამ მეთოდით, უჩნდებათ მსგავსი მიდრეკილებები. საკმარისია გაჩნდეს სურვილის ნაპერწკალი, რომ იყოს ჰომოსექსუალი, მაშინვე იწყება საკუთარ თავში ამ ნიშნების ძებნა, როდესაც ადამიანი პოულობს (და აუცილებლად პოულობს, ვინაიდან თითქმის ყველა ადამიანშია საპირისპირო სქესის ნიშნები), იწყებს ამ ნიშნების დემონსტირებას საკუთარ თავში და თავის ჰეტერო მიდრეკილებებს უარყოფს, რაც ასევე კარგადაა განხილული ზემოთ აღნიშნულ წიგნში . თუნდაც არ არსებობდეს, მაინც აბრუებს თავს ილუზიებით. მაგრამ აკი ვაცხადებთ იამაყე შენი თავით და იყავი ვინც ხარ? ჰომოსექსუალს უფრო მეტი შანსი აქვს "თანამედროვე" მოზარდებში სახელის მოპოვების, ვინაიდან შეკრებებზე ძირითადი განხილვის ობიექტი ის არის, აქედან გამომდინარე ჰეტეროსექსუალს უჩნდება სურვილი თვითონაც იყოს მათი მსგავსი. როგორც კესარია აბრამიძემ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, მისი ბავშვის დაბადებისას "მისნაირები" უფრო მეტნი იქნებიან. ეს თავად LGBT წევრის აზრია, რაც ამტკიცებს ჩემს მსჯელობას, რადგან დროსთან ერთად უფრო მეტი ჰომოსექსუალი იყრის თავს (რაც ასევე გამორიცხავს თეორიას, რომ ასეთად დაიბადნენ) . ამის აღნიშვნას მოჰყვება კრიტიკა, რომ შესაძლოა მხოლოდ ჩემ ირგვლივ ხდება მსგავსი რამ, მაგრამ თუკი ობიექტურად შევაფასებთ რეალობას (საქართველოში და მის გარეთ) ეს ასეა. ამას არ ვამბობ მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე უფრო ფართოდ, ჩემი მხედველობის მიღმა განვიხილავ. მე არ ვაყოლებ ტონალობას ეს არის კარგი თუ ცუდი, ვინაიდან მკითხველთა აზრი 2 ნაწილად იყოფა, შესაბამისად, ყველა თვითონ აფასებს ამ ფაქტის მნიშვნელობას.
რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ყველა ჰომოსექსუალი "თანამედროვეობის" გამო გახდა ასეთი, რადგან, როგორც ავღნიშნე, ზოგს ბავშვობის პირველივე წლებიდან უყალიბდება მიდრეკილება მისი სქესისადმი (გაუცნობიერებლად) და საპირისპირო სქესი შესაძლოა ზიზღის მომგვრელიც კი იყოს მათთვის .
და ბოლოს ჩნდება კითხვა, რისი თქმა მინდოდა? კიდევ ერთხელ, ჩემი მთვარი სათქმელი იყო, რომ LGBT ხალხის პროპაგანდა უფრო მეტ LGBT ხალხს "წარმოშობს", თუნდაც მაგალითად ავიღოთ, რომ ადრე როდესაც არ საუბრობდნენ ამაზე, არც არავის აინტერესებდა და არც იყვნენ ჰომოსექსუალები დიდი რაოდენობით, ვინც იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშობისას ან მოზარდობისას გაჩნდა ამის ჩანასახი ქვეცნობიერში . გამოდის, რომ რაც მეტს დაგორავს თოვლის ზვინი, მით მეტი ხდება . კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იქნება, რომ "ჩანს" მე ვამბობ არ შეიძლება მათი პროპაგანდა. როგორც ვთქვი, აზრი იყოფა 2 ნაწილად, ასე რომ თქვენ გადაწყვიტეთ რომელია მართებული თქვენთვის . უბრალოდ შევეცადე ჩემი მსჯელობა და XXI საუკუნის რეალობა წარმომედგინა არგუმენტირებულად, ხოლო LGBT ხალხის სიმრავლე დადებითია შედეგის მომტანია თუ უარყოფითის თქვენ განსაჯეთ.
ავტორი : ნიკა ნატროშვილი.
0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:ტოპჯეო
ტოპჯეო
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0