x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
თანამედროვე გაკვეთილის ეფექტურობის გაზრდის გზები
image
თანამედროვე გაკვეთილის ეფექტურობის გაზრდისთვის რამდენიმე გზა არსებობს:

პირველი მნიშვნელოვანი გზა არის მასწავლებლის პროფესიული მზაობა. მასწავლებელს უნდა უყვარდეს თავისი პროფესია და მოსწავლეები. სრულად უნდა დაეუფლოს საგანს, რომელსაც ასწავლის. ჰქონდეს მდიდარი მეთოდოლოგიური და ფსიქოლოგიური ცოდნა, იყოს მრავალმხრივად განვითარებული, ჰქონდეს ფართო ჰორიზონტი. დაჯილდოებული იყოს მაღალი ზნეობრივი თვისებებით.

მეორე გზა არის ის, რომ მასწავლებელმა შეძლოს გაკვეთილის მიზნებისა და პრობლემების სწორად განსაზღვრა.

მესამე გზაა გაკვეთილზე მოსწავლეთა აქტივობის გაზრდა. აქ იგულისხმება მოსწავლეთა შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების გაზრდა. აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში და კლასის გარეთ შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება, დაინახონ მათში მთავარი, გამოყონ ძირითადი.გაკვეთილის მსვლელობისას, როგორც მასწავლებელმა, ასევე მოსწავლეებმა უნდა იმოქმედონ როგორც მაძიებლები.


მეოთხე გზაა სწავლების ახალი დიდაქტიკური მეთოდების ჭკვიანურად გამოყენება. ეს ნიშნავს იმის ცოდნას, თუ გაკვეთილის რომელ ეტაპზე უნდა გამოვიყენოთ პრობლემაზე ორიენტირებული, ინდივიდუალური ან პერსონალური სწავლების ელემენტები.

მეხუთე გზა არის მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების ამოცნობა და გათვალისწინება.

მეექვსე გზაა საგაკვეთილო საშუალებების სწორი და შესაბამისი გამოყენება.

მეთოდები გაკვეთილის ეფექტურობის ერთ-ერთი გზაა. სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის მასწავლებელმა უნდა იცოდეს გაკვეთილის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი.

კლასში შესვლამდე თითოეულმა მასწავლებელმა თავის თავს უნდა დაუსვას მნიშვნელოვანი კითხვა-" რა უნდა ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს და რა მიზნით?".

როდესაც ვამბობთ "გაკვეთილის ეფექტურობის გაზრდა", უნდა გვესმოდეს გაკვეთილის საბოლოო შედეგი, ანუ გაკვეთილზე რამდენად განვითარდა მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:ანნა გრიგორიან
ანნა გრიგორიან
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0