x
მკვდარი წერტილი და დეესკალაცია

image

წარმოვიდგინოთ, რომ ორი ბავშვი კამათობს თუ ვისი ჯერია გაისეირნოს ახალთახალი ველოსიპედით. კამათში ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, იწყება მათი კონფლიქტის ესკალაცია. მაგრამ რაღაც დროის პერიოდში ესკალაცია მთავრდება და ეს ხდება რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - ერთმა მხარემ უბრალოდ შეიძლება სძლიოს მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ერთმა ბავშვმა წაართვას მეორეს ველოსიპედი. მეორე მიზეზი- პირველმა მხარემ შეიძლება გამოყენოს ცალმხრივი უპირატესობა, მგალითად ერთ-ერთი ბავში შეჯდა ველოსიპედზე, დააჭირა პედალს და გაიქცა, ამ შემთხვევაში მან კარგად გამოიყენა სიტუაცია. მესამე- ერთ-ერთმა მხარემ უბრალოდ შეიძლება დაუთმოს მეორე მხარეს ის რაც მას სურს. ამ დროს ის მხარე, რომელმაც დათმო თვლის, რომ მისთვის კონფლიქტი მომგებიანი არ არის. მეოთხე- ერთ-ერთმა მხარემ შეიძლება თავი აარიდოს კონფლიქტს და განზე გადგეს. მაგალითად ერთმა ბავშვმა უარი თქვას ველოსიპედზე და სხვა რამე გააკეთოს. და ბოლოს ერთ-ერთი მხარე ან ორივე მიდის დასკვნამდე, რომ ეს კონფლიქტი მათთვის აუტანელია და სურთ რაც შეიძლება მალე დასრულდეს. სწორედ ეს არის მკვდარი წერტილი. ამ დროს კონფლიქტის მხარეს ძალები აღარ აქვს ან უბრალოდ აღარ სურს კონფლიქტის გაგრძელება, თუმცა ჯერ არ გააჩნია უნარი რაიმე მოიმოქმედოს. მკვდარი წერტილი შეიძლება შევადაროთ წყალდიდობის უმაღლეს წერტილს, წყალი აღარ მოიმატებს, მაგრამ ჯერ არც დაიკლებს. შეიძლება მხარეებს ისევ სურდეთ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ხედავენ რომ ეს შეუძლებელია. ისინი ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ ჩიხში შევიდნენ და კონფლიქტის გაგრძელება საზიანოა, ამის შემდეგ ჩნდება კონფლიქტის გადაჭრის ელემენტები, განსაკუთრებით მაშინ თუ ამის საჭიროება მეორე მხარემაც გააცნობიერა.

საინტერესოა რატომ ჩნდება მკვდარი წერტილი, ამის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს: მეტოქეობის ტაქტიკის მარცხი, საჭირო რესურსების გამოფიტვა, სოციალური მხარდაჭერის დაკარგვა და მიუღებელი დანახარჯები. მეტოქეონის ტაქტიკა, რომელიც ადრე წარმატებით იყო გამოყენებული, შეიძლება მარცხისკენ მიდიოდეს, რადგან სიმწვავე დაიკარგა. შეიძლება მეტოქეებმა ისე კარგად შეისწავლეს ერთმანეთი, რომ ეს ყველაფერი მათ არანაირ უპირატესობას არ აძლევს. ასევე მეტოქეობის ტაქტიკა კარგავს ეფექტურობას, როცა ხდება საჭირო რესურსების ამოწურვა. ხდება ერთ-ერტი ან ორივე მონაწილის გამოფიტვა, შეიძლება მათ ისევ სწყუროდეთ გამარჯვება, მაგრამ ამის ძალა აღარ აქვთ. ეს რესურსები შეიძლება იყოს სხვადსსხვა სახის, ერთ-ერთია ფიზიკური ან ფსიქოლოგიოური ენერგია, მეორე- ფული, მესამე- დრო, როცა ის იწურება მეტოქეები მიდიან მკვდარ წედრტილამდე.

რესურსების ამოწურვას შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთი სიტუაცია, როცა კონფლიქტის მონაწილე აღმოჩნდება მკვდარ წერტილში საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტების გამო. კონფლიქტის მხარეებს აქვთ თავიანთი მხარდამჭერების ან ამომრჩეველების იმედი. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევები, როცა მკვდარი წერტილი მიიღწევა მიუღებელი დანახარჯების გამო. ამ დროს მხარეები ფიქრობენ ხომ არ ჯობია კონფლიქტის შეწყვეტა.


რა ხდება მას შემდეგ რაც მკვდარი წერტილი მიიღწევა? დასაწყისში თითქოს არაფერი ხდება, მხარეებს არ სურთ სხვას გაამარჯვებინონ განრიდებით ან დათმობით. ფიქრობენ, რომ მცირე დათმობაც კი შელახავს მათ თავმოყვარეობას, განრიდება კი კაპიტულაციის ტოლფასია და ასევე მიუღებელია. რჩება მხოლოდ პრობლემის გადაჭრა. ამ დროს შეიძლება მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა თუ ერთი მხარე მეორისთვის შეძლებს ისეთი წინადადების შეთავაზებას რაც მეორისთვის მისაღები იქნება. ამ დროს ერთი მხარე იძულებულია აღიაროს მეორეში დამოუკიდებელი პარტნიორი. მეორე მხარე შეიძლება სულაც არ არის მეგობარი, არამედ მტერია, რომელთან თანამშრომლობაც უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელია.

შეიძლება დავუშვათ, რომ მოლაპარაკებებში ორი უკიდურესობაა მოსალოდნელი: ან ერთი მხარე ისევ დაუპირისპირდება მეორეს და გამარჯვების მისაღწევად სიტყვიერ კონტაქტს გამოიყენებს, ან პირველი მხარე შეეცდება, მეორის მხარდამხარ იმუშაოს პრობლემის გადასაჭრელად. ხშირად მოლაპარაკება იწყება დაპირისპირებით და შემდეგ გადაინაცვლებს თანამშრომლობისკენ.

მოლაპარაკებების დასაწყებად მხარეებმა არამარტო უნდა გააცნობიერონ ურთიერთდამოკიდებულება, არამედ უნდა ირწმუნონ მოლაპარაკების წარმატება. მხარეებმა უნდა მოძებნონ აღქმული საერთო პლატფორმა, უნდა ირწმუნონ, რომ მხარეთა პრეტენზიები არ არის უსაზღვროდ დიდი ან ხისტი და არსებობს ინტეგრალური გადაწყვეტილების შემუშავების შესაძლებლობა. ხშირად აღქმული საერთო პლატფორმის ნაწილად გადაიქცევა იმის გაცნობიერება, რომ მეორე მხარეც მკვდარ წერტილშია და სავარაუდოდ ისიც შეეცდება კონფლიქტიდან თავის დაღწევას.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0