x
MySpace.ge - მარტივი, მოკლე და სწრაფი გზა წარმატებისკენ!

imageსოციალური ქსელების
მნიშვნელობა და რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ადამიანებიც დიდი ენთუზიაზმითა და
მონდომებით ვერთიანდებით სხვადასხვა ქსელში, ვიძენთ ახალ მეგობრებს, ვუკავშირდებით
მათ, არაერთ საქმეს ვაგვარებთ და ეს ყველაფერი თითქოს გვითრევს, გვიზიდავს, დროც ისე
სწრაფად გადის, რომ ვერ ვხვდებით, როდის გვიღამდება ან გვათენდება... და მაინც ვრჩებით
ქსელში და ვაქტიურობთ. ვცდილობთ ახალ–ახალ ქსელებში ჩვენი მეგობრებიც მოვიწვიოთ და
ისინიც ჩავრთოთ ან უბრალოდ ვეკითხებით, რომელ ქსელებში არიან ისინი გაწევრიანებული
და რამდენად საინტერესოა იქ ყოფნა.
ინტერნეტ სივრცეში
საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ და ყოველ ჯერზე ახალ ვებ საიტებს ვპოულობთ, ზოგიერთი მათგანი
ძალიან სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, ზოგი – პირიქით, ვხვდებით, რომ
დიდხანს ამ საიტზე არ გავჩერდებით, მალევე ვხურავთ მას და ვივიწყებთ კიდეც. აი, ის
საიტები კი, რომლებიც მოგვეწონა, მათ, როგორც წესი, ვიმახსოვრებთ, ვინიშნავთ, ხშირად
ვსტუმრობთ და უფრო მეტიც, ვუმეგობრდებით რაღაცნაირად, სხვებსაც ვეპატიჟებით, ვუზიარებთ,
თითქოს ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს მათ შესახებ.
სულ ცოტა ხნის
ჩვეულებრივ ვათვალიერებდი ვებ საიტებს, როდესაც ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ვებ გვერდმა,
უფრო სწორად კიდევ ერთმა, ჩემთვის აქამდე უცნობმა, მაგრამ ერთი შეხედვით საკმაოდ საინტერესო
და მიმზიდველი დიზაინის მქონე სოციალურმა ქსელმა – MySpace.ge. ეს სიახლე იყო, სასიამოვნო სიახლე
და, ამავდროულად, კიდევ ერთი ახალი ვირტუალური სივრცე, სადაც შემეძლო გაერთიანება და
ჩემი სანაცნობო წრის კიდევ გაფართოება. დავფიქრდი, თავდაპირველად სახელმა მომხიბლა
– ჩემი სივრცე. ვინ იცის, რამდენ შესაძლებლობასა და სერვისს მთავაზობს ეს საიტი?! იქნებ
ჩემი მეგობრებიც აქ არიან და მე გამომრჩა ამის შესახებ?! გადავწყვიტე, რამდენიმეს,
რომლებიც საკმაოდ აქტიურობენ სოციალურ ქსელებში და ზედმიწევნით იციან თითოეული მათგანი,
დავკავშირებოდი და მეკითხა. თუმცა ამის გაკეთება ხომ ყოველთვის შემეძლო. მინდოდა, თავად
გავრკვეულიყავი ახალი “აღმოჩენის“ მომსახურებებში, რა სერვისები იყო და ზოგადად, საკუთარ
თავს ვეკითხებოდი, რამდენად განსხვავდებოდა ეს სოციალური ქსელი სხვებისგან ან რატომ
უნდა გავწევრიანებულიყავი მაინც და მაინც აქ.
ვიცოდი, რომ საჭირო
იყო ამ საიტის საფუძვლიანი “შესწავლა“ და უკეთ გარკვევა, რა და როგორ. დავიწყე იმით,
თუ როგორ უნდა გავწევრიანებულიყავი, რა დროს მოიცავდა ეს. საქმეს შევუდექი. აღმოჩნდა,
რომ დარეგისტრირება საკმაოდ მარტივია, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს. შევედი
სისტემაში. პარალელურად, ვერ მოვითმინე და ჩემს უახლოეს მეგობარს დავუკავშირდი და ვაცნობე,
რომ კიდევ ერთი ახალი სოციალური ქსელი აღმოვაჩინე, რომლის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი.
მაინტერესებდა, ის თუ იყო უკვე გაწევრიანებული. მან არ იცოდა ამის შესახებ, თუმცა დაინტერესდა
და ასე დისტანციურად, საუბარში, ისიც გაწევრიანდა. გამიხარდა, რადგან საწყის ეტაპზე
სულ მცირე ერთი მეგობარი მყავდა Myspace
- ზე და ახლა ერთობლივი ძალებით დავიწყეთ ქსელის შესაძლებლობების ათვისება.
თავდაპირველად დავიწყეთ საერთო მეგობრების ძებნა და რამდენიმე მართლაც ვიპოვნეთ, სასწრაფოდ
გავუგზავნეთ დამეგობრების მოთხოვნა. აღმოჩნდა, რომ ისინიც საიტზე იყვნენ შემოსულები
და დაგვიმატეს. აი, ახლა შეგვეძლო ფოტოების ერთმანეთისთვის გაზიარება, შეფასება და
საღამოობით თუნდაც მცირე ხნით, სამუშაოს შემდეგ განტვირთვა. აქ ხომ მუსიკისა და ვიდეოს
ატვირთვაცაა შესაძლებელი (ნელ–ნელა და ნაბიჯ–ნაბიჯ ვითვისებთ ამ ქსელს და მის შესაძლებლობებს).
უფრო მეტიც, მეგობარმა მომწერა, რომ გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას და მთხოვა, მეც
მიმეღო მონაწილეობა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებით. ერთი სიტყვით, ძალიან ვიხალისეთ
იმ დღეს. ამასობაში, მეორე მეგობარმა მომწერა, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აქტიური
ბლოგერია, რომ MySpace საშუალებას გაძლევს საკუთარი ბლოგი გქონდეს და დაწერო რასაც ფიქრობ,
სხვებიც მოიწვიო ან უბრალოდ იაქტიურო ფორუმზე.
მივხვდი, რომ
სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. დროც საკმარისად ბევრი მაქვს მის ასათვისებლად
და უკეთ გასარკვევად. ერთადერთი, რაც მჭირდება ამ ეტაპზე, ეს არის
სოციალურ ქსელში შესვლა, აქტიურობა და იმ სიკეთით სარგებლობა, რაც მასთანაა დაკავშირებული.
და ბოლოს, მე
მივხვდი, რომ ეს ის სოციალური ქსელია, ის საიტია, რომელსაც მე ვინიშნავ, ვიმახსოვრებ,
ხშირად ვსტუმრობ და უფრო მეტიც, ვუმეგობრდები, სხვებსაც ვეპატიჟები, ვუზიარებ, დიახ,
ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს მის შესახებ და იყოს აქ, ჩემთან
ერთად, მეგობრებთან ერთად...



2
105
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
105
  
2013, 1 სექტემბერი, 13:32
ესეიგი ვაფასებ იმ უნარს რომ ძალიან კარგად წერ მაგრამ რატომღაც ცდილობთ ამ საიტის გაპირებას მე ასე მგონია არაფერი არ აქვს საიტს განსხვავებული სხვა ქართული საიტებიდან ეს საიტი არის ანალოგი ორიგინალი myspace-ს და აქვს ფეისბუქის დიზაინი საიტი არ არის გათაქართულებული ბოლომდე რის გამოც ბევრს უძნელდება იქ მუშაობა ასე რომ ჯობია ნახოთ მართლა ისეთი ქართული სოციალური ქსელები რომელიც უფრო უკეთეს სერვისებს გვთავაზბს ;)
2012, 31 აგვისტო, 20:00
+1000000000000
0 1 2