ფსიქოლოგია რა იწვევს კადრების დენადობასა და აბსენტიზმს? 2021, 15 თებერვალი, 13:50 ![]() მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაოს დატოვების სასურველობაზე, არის პერსონალის უკმაყოფილება. რაც უფრო მაღალი იქნება შრომითი კმაყოფილება, მით დაბალი იქნება სამუშაოს დატოვების ალბათობა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მხრიდან შრომითი კმაყოფილების კვლევა და უკუკავშირის მიღება თანამშრომლებისგან. კადრების ნებაყოფლობითი დენადობა მეტად არასასურველია ორგანიზაციისთვის, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. პიროვნული პოზიციიდან სამსახურის დატოვება საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ ასეთი მობილურობის შედეგი შრომითი კმაყოფილებისა და შემოსავლის ზრდა არის, ამით მოგებული რჩება პიროვნებაც და საზოგადოებაც. სამსახურიდან დათხოვნაც მომგებიანია ორგანიზაციისთვის, რადგან ის თავისუფლდება არაკვალიფიციური თანამშრომელისგან. კადრების დენადობა დაკავშირებულია ორგანიზაციის ხარჯებთან, რომელიც მოიცავს სამუშაოს დატოვების პირდაპირ ხარჯებს, ახალი თანამშრომლების მოზიდვის, მათი ტრენინგის ხარჯებს, ასევე მათი დამაგრებისთვის გაწეულ ხარჯებს: ხელფასის მომატება, პრემია. რაც შეეხება სამუშაოს გაცდენებს, მასზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას. შეგვიძლია გამოვყოთ ორი ძირითადი მიზეზი: დასწრების შესაძლებლობა და დასწრების მოტივაცია. დასწრების სესაძლებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული იძულებით გაცდენასთან. ამ დროს მიზეზები, რის გამოც თანამშრომელს არ შეუძლია სამსახურში სიარული არის: ოჯახური პრობლემები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტრანსპორტის პრობლრემა და ა.შ. ძირითადად ორგანიზაციის მხრიდან დასწრება-გაცდენების კონტროლი ხდება პერსონალის დასწრების მოტივაციაზე ზემოქმედებით. ნებაყოფლობითი გაცდენების დროს ხშირია სხვადსახვა სახის დასჯა, დაჯარიმების წესი, თუმცა ეს ნაკლებად ეფექტურია. უკეთესი შედეგები მოაქვს დადებით განმტკიცებას, როცა კარგი დასწრებისთვის თანამშრომლებს აძლევენ პრემიას, ანაზღაურებად დასვენების დღეებს. ეს მეთოდები ყოველთვის წარმატებული არ არის, თუმცა საგრძნობლად ამცირებს გაცდენების რიცხს. ხშირად ნებაყოფლობითი და იძულებითი აბსენტიზმის გარჩევა რთულია, ამიტომ იყენებენ უდანაშაულო აბსენტიზმს. ასეთ დროს გაცდენების გარკვეული რაოდენობა დაშვებელია ჯარიმის გარეშე, რადგან ორგანიზაცია თვლის, რომ ეს გარდაუვალია. ამ მიდგომას აქვს თავისი უპირატესობები: 1. სუპერვიზორებს ეზოგებათ დრო გაცდენების საპატიო-არასაპატიო მიზეზების გარჩევის თვალსაზრისით. 2. გაცდენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ თანამშრომლებს. 3. ხდება დასწრების გაუმჯობესება. ასევე ხშირად ორგანიზაციები ზღუდავენ ბიულეტენების გამოყენებას, რადგან თვლიან, რომ ისინი ზრდიან გაცდენების რიცხვს. შესაბამისად ორგანიზაცია აწესებს ჯილდოს თუ თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობს არ გამოიყენოს ბიულეტენის დღეები. ასევე გამოცდილებამ აჩვენა, რომ დადებითი განმტკიცება, ნეგატიურ სანქციებთან კომბინირებული სახით ზრდის დასწრების ალბათობას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. 58 შეფასება არ არის
|