სიახლეები ილონ მასკს მფრინავი Tesla-ს გამოშვება მოუნდა 2021, 15 თებერვალი, 0:42 ილონ მასკის კომპანია Tesla მუშაობს იმაზე, რომ მისი სპორტული ელექტრომობილი Roadster 2-მა ფრენა შესძლოს–წერს The Verge. "მე მინდა მან იფრინოს, ვცდილობ მოვიფიქრო, თუ როგორ აფრინდეს ისე, რომ ადამიანები არ დააზიანოს. შესაძლოა იგი დედამიწის ზედაპირიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე ავიდეს. თუ მანქანა ჩამოვარდა, დაზიანდება მხოლოდ მანქანის დეტალი (ე.წ. "პადვესკა"), ადამიანები არ დაზარალდებიან, " თქვა მან. მილიონერის გეგმაშია, რომ Roadster 2-მა ფრენის დროს 2 წამის განმავლობაში გარკვეული მანძილი გადალახოს. ის 2 წამის განმავლობაში აკრეფს სიჩქარეს სააათში 100 კმ. Roadster 2 გაყიდვაში იქნება უკვე 2022 წელს. ცოტა ხნის წინ ჩინეთი დაეჭვდა აღნიშნული კომპანიის ავტომობილების ხარისხში და უსაფრთხოებაში. ჩინეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებები აწარმოეს, ავტოგიგანტის პეკინის და შანხაის ფილიალების ხელმძღვანელობასთან Tesla-ს პრობლემებზე (კლიენების საჩივრების გამო). მაგ.: ელექტრომობილების ხარვეზებზე მართვის პროცესში და ბატარეების აალებაზე. Tesla-მ პირობა დადო გააუმჯობესოს ავტომობილების მართვის პროცესი, აგრეთვე დაიცვას ჩინეთის კანონები და მომხმარებელთა უფლებები. კომპანია დაეთანხმა მოთხოვნებს და აღიარა რიგი ნაკლოვანებები თავის ბიზნეს-პროცესებში. იხილეთ ასევე:ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ საინტერესო კვლევა: როგორ ხედავენ ერთიდაიგივე ოთახს სხვადასხვა ცხოველები და რატომ? საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან 59 6-ს მოსწონს
|