x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ეფექტური გაკვეთილის გეგმის წერა

image
ეფექტური გაკვეთილის გეგმა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმისა, რომ გაკვეთილი წარმატებულად ჩატარდეს. მთავარია როგორც კარგი გეგმის წერა, ასევე მისი განხორციელება. თითოეულმა მასწავლებელმა ვალდებულია იცოდეს გაკვეთილის გეგმის წერა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად. გეგმის წერა მასწავლებელს ეხმარება გაკვეთილის წარმატებულად ჩატარებაში, დროის მართვაში, ნერვიულობისა და დაძაბულობის შემცირებაში.

თუ მასწავლებელს უნდა, რომ კარგი გეგმა დაწეროს, პირველ რიგში უნდა კარგად გაიაზროს გაკვეთილის გეგმის სამივე ფაზის მნიშვნელობას. ეფექტური გაკვეთილის გეგმა სამი ნაწილისგან შედგება: გამოწვევის ფაზა, სიღრმისეული წვდომის ფაზა და რეფლექსიის და შეჯამების ფაზა.

გამოწვევის ფაზაზე მთავარია ის, რომ მასწავლებელმა აამაღლოს მოსწავლეების ინტერესი და განცდები მოცემული საკითხის ან თემისადმი და გააქტიუროს მათი წინარე ცოდნა. გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია სიღრმისეული წვდომა. ამ ფაზაზე მოსწავლეებმა ბოლომდე იაზრებენ საკითხის მნიშვნელობას, ახალ მასალას აკავშირებენ ადრე ნასწავლთან. ამ ფაზაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევის ფაზაზე აღძრული მოტივაცია და ინტერესი შენარჩუნდეს და გამტკიცდეს. რეფლექსიის და შეჯამების ფაზა გაკვეთილის ბოლო ნაწილია, რომლის დროს ხდება მასალის ერთგვარი შეჯამება. ამ ეტაპზე შეკითხვების დასმით და მსჯელობით მოსწავლეებმა ამთლიანებენ თავიანთ ცოდნას.

ეფექტურ გაკვეთილის გეგმას აქვს შემდეგი ძირითადი კომპონენტები: თემა და მიზანი- თავდაპირველად მასწავლებელმა უნდა აირჩიოს გაკვეთილის თემა, შემდეგ კი თემაზე დაყრდნობით უნდა მოიფიქროს გაკვეთილის მიზანი. აუცილებელია, რომ გაკვეთილის მიზანი იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, ადვილად გასაგები, ზომიერად რთული და მისაღწევი. მთავარია, რომ გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან. გარდა ამისა მიზანი საინტერესო უნდა იყოს მოსწავლეებისთვის და უნდა ითვალისწინებდეს მათი უნარები და შესაძლებლობები; სასწავლო აქტივობები და მეთოდები- სასწავლო აქტივობები უნდა მიმდინარეობდეს გაკვეთილის გეგმის მიზნისაგან ანუ მასწავლებელმა ისეთი აქტივობები უნდა დაგეგმოს რომლების მეშვეობითაც მიაღწევს გაკვეთილის მიზანს. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა ასევე მიუთითოს თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო. გაკვეთილის მეთოდები მასწავლებელს ეხმარება კონკრეტული დიდაქტიკური მეთოდების გამოყენებით განახორციელოს აქტივობები, სასწავლო რესურსები- გაკვეთილის გეგმაში რესურსების განყოფილებაში უნდა დაიწეროს ის ყველა რესურსი, რომლის მეშვეობითაც მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს დაგეგმილი გაკვეთილი; კლასის ორგანიზების ფორმები- მასწავლებელმა უნდა მიუთითოს თუ თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის კლასის ორგანიზების რომელი ფორმა უნდა გამოიყენოს. მაგ. ორგანიზების ჯგუფური, ინდივიდუალური ან საერთო საკლასო ფორმები; გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები- მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, თუ რა შედეგებს მიაღწევენ თავისი მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს. გაკვეთილის გეგმის აუცილებელი ნაწილია ასევე შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები. ამ ორი კომპონენტის დახმარებით მასწავლებელმა ამოწმებს მოსწავლეების შეძენილ ცოდნას, აფასებს მათ წინასწარ შექმნილი რუბრიკის მიხედვით, ასევე გავიდა თუ არა შედეგს, როგორ გავიდა, რომელი მეთოდი იყო ეფექტური, სად ჰქონდა ხარვეზი ან თუ როგორ დაგეგმოს და ჩაატაროს უკეთესი გაკვეთილი.

0
236
1-ს მოსწონს
ავტორი:ანნა გრიგორიან
ანნა გრიგორიან
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0