სიახლეები ფისი სიგარეტში 2021, 14 თებერვალი, 1:21
სიგარეტი ასევე შეიცავს უამრავ სხვა ნივთიერებას, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ მათი რაოდენობა ნაკლებია ფისთან შედარებით. ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მოწევა იწვევს ტვინში ჟანგბადის უკმარისობას და ეს ხდება თამბაქოში შემავალი ერთ-ერთი მავნე ნივთიერების - ნახშირბადის მონოქსიდის ზემოქმედების გამო. ის ცვლის ჟანგბადს სისხლში, ერევა ჰემოგლობინს და ამით ხელს უშლის ტვინს, ისევე როგორც სხვა ორგანოს მიიღონ საჭირო რაოდენობით ჟანგბადი. შემდეგ გული და ფილტვები იწყებენ უფრო სწრაფ მუშაობას ტვინისა და სხვა ორგანოსთვის ჟანგბადის საჭირო დოზის მიწოდებაზე, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის მიმოქცევის სერიოზულ პრობლემებს. არსებობს ინსულტის რისკი, იმუნიტეტის შესუსტება, ზოგ შემთხვევაში მამაკაცები განიცდიან იმპოტენციას, ხოლო ქალები უნაყოფობას. დაიმახსოვრეთ, რომ მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს. 60 2-ს მოსწონს
|