ფოტოგრაფია მადონა მეგობარ ბიჭთან და შვილთან ერთად ლაჟვარდოვან სანაპიროზე 2012, 31 აგვისტო, 9:35 წარმოიდგინეთ საფრანგეთი... ხმელთაშუა ზღვა... ლაჟვარდოვანი ნაპირი... მართლაც ალბათ ყველასთვის ოცნებაა... და ამ ლაჟვარდოვან სანაპიროზე მადონა სათუთად შეფუთული თეთრ "როლინგში". სწორედ ასეთ ფორმაში აღმოაჩინეს მადონა პაპარაცებმა მეგობარი ბიჭის, ბრახიმ ზაიბატმასა და თავისი გოგონას, ლურდესის გარემოცვაში. ასეთ "საცურაო კოსტიუმში" და თავზე კეპით ნავარდობდა იგი ზღვაში და "გრილდებოდა". აბა რა ექნა? არც კიგაემტყუნება, მალავს თავის დაძარღვულ ხელებს და ყელს, აღარ არის 18 წლის გოგონა, თუმცა გული არ ბერდება და პატარა ბიჭთანაც კარგად გამოსდის ურთიერთობა, რომელიც თავის შვილს უფრო შეეფერება. 227 5-ს მოსწონს
|