x
ხარაჩოების პრინციპის გამოყენება სასწავლო პროცესში

image
ტრადიციულ სკოლაში მასწავლებელს ბევრი უფლება ჰქონდა. იგი იყო სასწავლო პროცესის ცენტრში. გაკვეთილებს ატარებდა, უმეტესწილად, ლექციის ფორმით, ყოველთვის აქტიურ როლში იყო და იყო ინფორმაციის გადამცემი, მოსწავლეები კი მხოლოდ უსმენდნენ და უფრო პასიურ როლში იმყოფებოდნენ.

ახალი სკოლის მოდელში როლები შეცვლილია ანუ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის ცენტრში არიან და თავიანთ ცოდნას თვითონვე აგებენ მასწავლებლის დახმარებით. მასწავლებელი ამ შემთვევაში უფრო პასიურ როლშია- ფასილიტატორია, რომელმაც მართავს საგაკვეთილო პროცესს და გვერდიდან, მოსწავლეებს ეხმარება ცოდნის აგებაში.

ტრადიციულ სკოლასთან შედარებით, თანამედროვე სკოლის საგაკვეთილო პროცესში პოპულარულია ხარაჩოების პრინციპის გამოყენება. კლასში ხარაჩოების პრინციპის გამოყენება დროებითი მოვლენაა. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს არ შეუძლია კონკრეტული პრობლემის ან საკითხის დაძლევა, მასწავლებელი მიმართავს ხარაჩოების დახმარებას ანუ იყენებს სხვადასხვა დამხმარე სტრატეგიას ( მითითებებს, შეკითხვებს, რჩევებს და ა.შ.) რომლებიც ეხმარება მოსწავლეს საკითხის გაგებაში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ხარაჩოებს აწყობენ მშენებლობისას შენობის შესაკეთებლად, საგანმანათლებლო პროცესში კი მასწავლებლებმა მიმართავენ ხარაჩოების მეთოდს მასალის უკეთ გაგებისა და ცოდნის აგებისთვის. ხარაჩოების დახმარებით მოსწავლეებმა ცოდნას თანდათანობით დაეუფლებიან და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიან. ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები რომ გავიხსენოთ- " ვისაც სურს, ფრენა დაიწყოს, თავდაპირველად დგომა, სიარული, სირბილი, ცოცვა და ცეკვა უნდა ისწავლოს; პირდაპირ ფრენა შეუძლებელია".

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ხარაჩოები უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში როდესაც ეს მოსწავლისთვის საჭიროა. არ არის აუცილებელი, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს მუდმივად დაეხმაროს, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ხედავს რომ ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს. კარგი იქნებოდა თუ ხარაჩოები თანდათანობით მოვაშორებთ, მაგრამ თუ საჭირო იქნება ისინი კვლავ სწრაფად უნდა ავაგოთ, ახალი საკითხის დაძლევისთვის.

ხარაჩოების პრინციპის გამოყენება ძალიან ეფექტურია სწავლა-სწავლების პროცესში. ეს მეთოდი ამცირებს ფრუსტრაციას, ეხმარება ცოდნის უფრო კარგად და სწრაფად აგებაში, ადრე ნასწავლისა და ახალი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებაში, დამოუკიდებლად სწავლაში, მოტივაციის ამაღლებასა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:ანნა გრიგორიან
ანნა გრიგორიან
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0