x
ეფექტურია თუ არა დისტანციური სწავლება?

image


კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისული ვითარება გახდა რეალური გამოწვევა როგორც მთელ მსოფლიოსთვის, ასევა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის. ამ ვითარებაში მსოფლიოში არა მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისია, არამედ სერიოზული საგანმანათლებლო კრიზისიც, რომელის გაღრმავებს უკვე არსებულ უთანასწორობასა და დისკრიმინაციას. ფაქტობრივად, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც უკვე არსებული საგანმანათლებლო სისტემის განხორციელება შეუძლებელია. საჭიროა არსებული პრობლემის ძალიან სწრაფად გადაჭრა, თითოეული მოსწავლის ალტერნატიული მიდგომების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

აქ დასახმარებლად მოვიდა ინფორმაციული ტექნოლოგიის შესაძებლობები და დაიწყო დისტანციური სწავლება. ეფექტიურია თუ არა დისტანციური სწავლება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მე ვეტყვი, რომ დისტანციურ სწავლების მეთოდს აქვს როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეები. მე ამ სტატიაში ვილაპარაკებ დადებით მხარეებზე.

დისტანცური სწავლების ეფექტურობა დღეს ალბათ ერთ - ერთი ყველაზე აქტუალური და სადავო საკითხია. ზოგიერთ თვალაზრისით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელმისაწდომი დისტანციური სწავლების შემთხვევაში, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ამ პროცესს განსაკუთრებით ეფექტური ხდის. კერძოდ:

პირველი დადებითი ფაქტორია ის, რომ მასწავლებლებისთვის შესაძლებელია უფრო პერსონალურად სწავლების ორგანიზება, რადგან მოსწავლეები ინდივიდუალურად აგზავნიან საშინაო დავალებებს. მასწავლებლისთვის შესაძლებელია დავალების უფრო მჭიდრო შესწორება, არსებული შეცდომების ღრმა განხილვა.

მეორე დადებითი ფაქტორი კი თანატოლთა წნევის შემცირებაა.სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე განხილული საკითხია, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენენ მოსწავლეები ერთმანეთზე, როგორ უშლიან ხელს სხვების მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში, როგორ მოქმედებენ ისინი მოსწავლის პროგრესზე და ა.შ. პედაგოგებები ყოველთვის არ იციან და ვერ ახერხებენ სათანადო რეაგირებას ასეთ შემთხვევებში. დისტანციურ სწავლების დროს, თანატოლთა ზეწოლა და მათი უარყოფოთი გავლენა მცირდება. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილონმხოლოდ სასწავლო პროცესზე, ისწავლონ და მაქსიმალურად ისარგებლონ ამ ყველაფრიდან.

1
46
6-ს მოსწონს
ავტორი:ხაჩატურიან მარიანნა
ხაჩატურიან მარიანნა
46
  
2021, 14 თებერვალი, 19:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1