x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
გაკვეთილის დროის მართვა
დრო

მასწავლებლის ერთ-ერთი მოვალეობაა გაკვეთილის დროის სწორად მართვა. მასწავლებელმა უნდა იცოდეს თუ როგორ გამოიყენოს საგაკვეთილო დრო ეკონომიურად და ეფექტიანად.

მასწავლებლები ყოველთვის საუბრობენ დროის ნაკლებობაზე და ამბობენ, რომ იმისათვის, რომ მოსწავლე სრულყოფილად დაეუფლოს მასალას, ხშირად დრო არ არის საკმარისი. გასათვალისწინებელია ის, რომ დროის მცირე ნაწილი ასევე იხარჯება კლასის წესრიგის საკითხებში, იმისათვის რომ კლასში შეიქმნას შესაბამისი უსაფრთხო გარემო. ამავე დროს შესაძლებელია, რომ უცბად მოულოდნელი სიტუაციები შეიქმნას, მაგალითად კონფლიქტი, ხმაური, მოსწავლის არასწორი საქციელი ან სხვა, რომელიც დროის ხარჯვას მოითხოვს.

გაკვეთილზე დროის დაკარგვა პირდაპირ კავშირშია მოსწავლეების აკადემიურ მიღწევეებთან, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა სწორად მართოს დრო, და დროის დაკარგვა მინიმუმამდე შეამციროს.


მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ მოსწავლეების ყურადღება განსაკუთრებით დაწყებით კლასებში მალე ეფანტება და უფრო მეტად მათ გართობა აინტერესებს, ამიტომაც მან უნდა იცოდეს თავისი მოსწავლეების ინტერესები და საინტერესოდ გაატაროს სასაწავლო დრო. მასწავლებელმა უნდა დაარწმუნოს თავის მოსწავლეებს იმაში, რომ სასწავლო დრო ერთმანეთთან ოპტიმალურად უნდა გამოიყენონ. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც ერთი წუთი არ უნდა დაისვენონ, მაგრამ მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს დროის მნიშვნელობა. მოსწავლემ უკვე დაწყებითი კლასიდან დაახლოებით უნდა იცოდეს რამდენი წუთი რაზე იხარჯება და რატომ.

მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სტიმული და ინტერესი გაკვეთილის მიმართ, რომ ამავე დროს არ დაუთვალოს წუთები თუ როდის მთავრდება გაკვეთილი. ეს სტიმული შეიძლება იყოს ახალი სახალისო აქტივობა, თამაში ან ჯგუფური მუშაობა, რომლის მეშვეობითაც ამავდროულად მოსწავლეები ერთობიან და სასარგებლოდ იყენებენ სასწავლო დროს.

შეიძლება ვთქვათ, რომ მასწავლებელი დროის ეფექტიან მართვას ვერ შეძლებს მოსწავლეების მონაწილეობისა და დახმარების გარეშე, ამიტომაც მოსწავლეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. მოულოდნელ სიტუაციებში კი მასწავლებელმა ისე უნდა გააკეთოს, რომ დროის დახარჯვა მინიმუმამდე დაიყვანოს და მოსწავლეების ყურადღება ისევ გაკვეთილზე გადაიტანოს.

ძალიან კარგია, როცა ადამიანმა დროის მნიშვნელობა ცხოვრების პირველი ეტაპებიდან გააცნობიერებს.


0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ერმინე მოვსესიანი
ერმინე მოვსესიანი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0