სხვა რად შეიძლება დაუჯდეს ადამიანს 8 დღის უძილობა 2021, 14 თებერვალი, 23:39 1959 წელს, 32 წლის რადიო წამყვანმა, პიტერ ტრიპმა გადაწყვიტა 8 დღე და ღამე არ დაეძინა და ფხიზლად გაეტარებინა, ეს სარეკლამო აქციის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა საქველმოქმედო თანხების შეგროვებას. ეს იყო ისტორიაში ძილის შეკავების ყველაზე გაბედული მცდელობა და პრაქტიკულად ყველა მკვლევარი და ექიმი ეწინააღმდეგებოდა ტრიპის ამ იდეას. ტრიპს კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და ამიტომ იანვრის ცივ დილას ის მოთავსდა თაიმს სკვერის შუაგულში, მინის ჯიხურში ისე, რომ ცნობისმოყვარე გამვლელები და მოხიბლული მეცნიერები დაკვირვებოდნენ მის საქმიანობას, რადგან მას 201 საათი ძილის გარეშე უნდა გაეტარებინა. თავდაპირველად, ტრიპი ძილის გარეშე კარგად ძლებდა. იგი ჩვეულებრივ მხიარულად და ხალისიანად იქცეოდა. მისი საწყისი გადაცემები, ექსპერიმენტის დროს, გასართობი იყო, რადგან ის ჩვეულებრივ ხალისიან და იუმორისტულ სტილში მიდიოდა. მეოთხე დღეს კი ტრიპს საშინელი ჰალუცინაციები დაეწყო, მას ეჩვენებოდა ობობები, რომლებიც მის ფეხსაცმელში დაცოცავდნენ და თაგვები, რომლებიც მის გარშემო იყრიდნენ თავს. ზოგჯერ მას იმდენად სერიოზული ფსიქოზური სიმპტომები ჰქონდა, რომ ექიმებს მისი ფიზიოლოგიური ფუნქციონირების შემოწმება არ შეეძლოთ. ტრიპი ასევე უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა და ეჩხუბებოდა გარშემომყოფებს. მაგალითად, იგი დარწმუნებული იყო, რომ ექიმები, რომლებიც მას აკვირდებოდნენ, მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ და ასეთ დროს მას ჰქონდა ბრაზის აფეთქებები, რომელთა დროსაც იგი თავს ესხმოდა მათ. მერვე დღისთვის პიტერი ვერ განასხვავებდა ჰალუცინაციებს, ბოდვებსა და რეალობას. საბოლოოდ, ტრიპმა შეძლო რვადღიანი ძილის უკმარისობის ატანა - ამით მსოფლიო რეკორდის მოხსნა - და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, მას 22 საათის განმავლობაში ეძინა. გაღვიძების შემდეგ, როგორც ჩანს, გამოჯანმრთელდა და განაახლა რადიო სამუშაო. თუმცა, მოგვიანებით აშკარა გახდა, რომ ეს გამოჯანმრთელება არ იყო გრძელვადიანი. ტრიპმა განაგრძო ფსიქოტიზური სიმპტომების გამოვლენა საქველმოქმედო ამის შემდეგაც კი, დაკარგა სამსახური, დაშორდა ცოლს და პოპულარობაც დაკარგა. 1 შეფასება არ არის
|