x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135694
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
შეფასება და მისი სახეები სკოლაში
image
საგანმანათლებლო სისტემაში სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის შეფასება. თითოეული მასწავლებელი უნდა გაიაზროს შეფასების მნიშვნელობას, იცოდეს მისი სახეები და ოპტიმალურად გამოიყენოს ისინი სასწავლო პროცესში. შეფასების მნიშვნელობა და მისი კრიტერიუმები მოსწავლემაც უნდა იცოდეს.ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გაუგებრობები არ მოხდეს. მოსწავლემ კონკრეტულ საგანთან მიმართებით უნდა იცოდეს, თუ რას მოელიან მისგან და როგორ, რა კრიტერიუმებით აფასებენ მის ცოდნას.

სასკოლო შეფასებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ობიექტურობის დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფასება უნდა იყოს სანდო და ვალიდური და არ უნდა მოიცავდეს მასწავლებლის სუბიექტურ დამოკიდებულებას. მასწავლებელმა შეფასება არ უნდა გამოიყენოს დასჯის ან კლასში კონკურენციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს არა მოსწავლის პიროვნულ მახასიათებლებს და ქცევას, არამედ საგანთან დაკავშირებული მის ცოდნას და სააზროვნო უნარებს.

სკოლაში შეფასების ორ მნიშვნელოვან ფორმას იყენებენ: განმავითარებელი და განმსაზღვრელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა იცოდეს თუ როდის და როგორ უნდა გამოიყენოს ისინი სასწავლო პროცესში.

განმავითარებელი შეფასება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ყოველდღიურია". სწავლის პროცესში მასწავლებელი ყოველდღიურად ამოწმებს მოსწავლეების ცოდნას, გამოირჩევს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და მათთან ერთად მუშაობს ხარვეზების გაუმჯობესებასა და გასწორებაში. ეს ყველაფერი მასწავლებელი აკეთებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მითითებებით, რჩევებით, კომენტარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ განმავითარებელი შეფასების მიზანია მოსწავლის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება. განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელი შეიძლება მოსწავლეს რჩევები აძლევდეს როგორც ზეპირი, ასევე წერითი ფორმით. განმავითარებელი შეფასების დროს არ არის აუცილებელი, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს ქულა დაუწეროს.


განმსაზღვრელი შეფასების დროს მასწავლებელი აფასებს მიაღწია თუ არა მოსწავლე შედეგს. კონკრეტული შედეგის მიღწევის დონის განსაზღვრა შეიძლება ხდებოდეს სასწავლო მიზნებთან ან სასწავლო გეგმასთან მიმართებით. განმსაზღვრელი შეფასების დროს ქულა იწერება. ამ შემთხვევაში ქულა შეიძლება დაიწეროს კონკრეტული თემის, საკითხის დასრულების შემდეგ, სემესტრის ან წლის ბოლოს. განმსაზღვრელი შეფასების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა შემაჯამებელი აქტივობა, ეს შეიძლება იყოს ტესტი, საკონტროლო წერა, პრეზენტაცია, პროექტი და სხვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ განმსაზღვრელი შეფასების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სწავლა-სწავლების შედეგების შემოწმება და ამავდროულად შეფასება.

მართალია შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი და ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, მაგრამ როგორც მასწავლებელმა, ასევე მოსწავლემ უნდა გაიაზრონ, რომ შეფასება მთავარი არ არის არამედ იგი ერთ-ერთი მთავარი და დამხმარე კომპონენტია, რომელიც ეხმარება ცოდნის შემოწმებასა და გაუმჯობესებაში.

0
291
2-ს მოსწონს
ავტორი:ანნა გრიგორიან
ანნა გრიგორიან
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0