საზოგადოება რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან 2021, 13 თებერვალი, 10:44 ფერიერის დიდებული ციხე-სიმაგრე, ცნობილი მილიონერების კლანის საკუთრება იყო. სახლის სტუმართმოყვარე მასპინძლები, ბარონი გი დე როტშილდი და მისი მეუღლე, მარია ელენ დე როტშილდი, მდიდრულ მეჯლისებს აწყობდნენ ხოლმე, რომელიც რომელიმე მოვლენას ეძღვნებოდა.
როგორც წესი, ეს მასკარადები იყო, სადაც სტუმრები ვალდებული იყვნენ ზღაპრულ დრესკოდებთან შესაბამისობაში ყოფილიყვნენ–ფანტასტიური მორთულობით და ძვირფასი სამკაულებით.
ჰოლივუდის დივა, ელიზაბეთ ტეილორი, ერთ-ერთი კაშკაშა სტუმარი იყო ხოლმე ცხოვრების ზეიმზე. და რა თქმა უნდა არ ივიწყებდა საუკეთესო სამკაულებს თავისი კოლექციიდან. ყოველი მეჯლისი ფერების და კოსტიუმების ნამდვილი ფეერია იყო. ცნობილი ადამიანების სახეები აჭრელებული იყო უნიკალური ნიღბებით და ჭკუიდან შემშლელი თავსაბურავებით, იქნებოდა ეს რქები, გალიები თუ ქოთნები. 1971 წელს როტშილდებმა უამრავი ცნობილი ადამიანი მოიწვიეს, მეჯლისი კი ფრანგი მწერლის, მარსელ პრუსტის 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს. ყველა ქალბატონი გამოწყობილი უნდა ყოფილიყო ლიტერატორის ნაწარმოების გმირების კაბებსა და თავსაბურავებში.
განუმეორებელი ლიზ ტეილორი, როგორც ყოველთვის, ყველას ყურადღებას იპყრობდა. მის ჩაცმულობას გასული საუკუნეების ლამაზმანების სტილში, კრინოლინებითა და ღრმა დეკოლტეებით და პიკანტურ მაქმანებში, ხაზს უსვამდა უჩვეულო ვარცხნილობა და მისი საყვარელი სამკაულები. კლასიკურ ლოკონებს და მოხდენილ შავ ბუმბულს, რომელიც მსახიობის ვარცხნილობას ამშვენებდა, კიდევ უფრო ამშვენებდა საიუველირო შედევრი: ბროში ბრილიანტებითა და ზურმუხტებით. იგი Bvlgari ბრენდი იყო. სამკაულების მოყვარულს კიდევ ძვირფასი კოლიე ამშვენებდა, ასეთივე დიდი ზურმუხტებით ბრილიანტების "ოკანტოვკაში", რომელიც მეუღლის, რიჩარდ ბერტონის ნაჩუქარი იყო. მისი ნაჩუქარი იყო ასევე ასეთივე სამაჯური და ზურმუხტის ბროში. შუბლზე ელიზაბეთ ტეილორს ძვირფასი ბრილიანტის სამკაული ჰქონდა, რომელშიც ზღაპრულ ინდოელ პრინცესას მოგაგონებდათ. ეს შედევრი, საიუველირო სახლის Van Cleef@Arpels შექმნილი იყო. პრუსტის გმირის კაბა კი ლიზიმ Valentino-ს შეუკვეთა. შესანიშნავ კაბას ამშვენებდა ისევ ბერტონის მიერ ნაჩუქარი უდიდესი ბრილიანტის გულსაკიდი. როტშილდების მეჯლისის სტუმრები იხსენებენ, რომ ფერიერის იმ საღამოს, ყველა თითქოს წარსულში დაბრუნდა. ყველაფერი გაწყობილი და ორგანიზებული იყო დიდი გემოვნებით და არისტოკრატულად. მშვენიერი ქალბატონები მობრძანდნენ გრძელ კაბებში, მჭიდრო კორსეტებით, დიადემებით და მბრწყინავი სამკაულებით. ეს იყო ნამდვილი მარსელ პრუსტის ეპოქა. თითქოს გიგანტური დროის მანქანა აამუშავეს. აი, ცნობილი ფოტოგრაფი, სესილ ბიტონი კი, რომელმაც ყველაფერი აღბეჭდა და ისტორიას შემოუნახა, სტუმრებს უფრო კრიტიკული თვალით უყურებდა, აღტაცების გარეშე. რა თქმა უნდა ყველამ იცოდა ბიტონის მწარე ენის ამბავი, ამიტომ არავინ ელოდა მისგან სასიამოვნო დითირამბებს. ფერიერის ციხე-სიმაგრის საზოგადოება მან ქალაქის კაფეს ჩვეულებრივი შეკრება უწოდა, ტეილორის ჩაცმულობას კი, მიმზიდველი დეკოლტეთი და უამრავი სამკაულით, ფოტოგრაფმა ვულგარული უწოდა. აღსანიშნავია ის, რომ დადიოდა ხმები, ელიზაბეთ ტეილორისადმი მეუღლის მიერ ნაჩუქარი ზურმუხტისა და ბრილიანტების ძვირფასეულობა, რომანოვების კუთვნილი განძიდან შეიძლება ყოფილიყო.
მარია პავლოვნა, ცნობილი, როგორც ვლადიმირის თავადის ქალი, ცოლად გაჰყვა მეფე ალექსანდრე მეორის შვილს, თავად ვლადიმირ ალექსანდროვიჩს. საქორწილო საჩუქრად მან ბრილიანტებითა და ზურმუხტებით გაწყობილი დიდებული ტიარა მიიღო.
როცა სამშობლოს სტოვებდა, მარია პავლოვნამ თან წაიღო თითქმის მთელი კოლექცია. მისი სიკვდილის შემდეგ ძვირფასეულობა დარჩა შვილს. იმ დროს მას ძალიან უჭირდა და სავარაუდოდ, დედის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაყიდა. ევროპელები არ ჩქარობდნენ რომანოვების განძის შესყიდვას, ამერიკელები კი მზად იყვნენ მეფის ნებისმიერ ნივთში დიდი თანხა გადაეხადათ. მარია პავლოვნას ზურმუხტების პირველი მფლობელები როკფელერები გახდნენ. შემდეგ ძვირფასი ქვები მდიდარ ბარბრა ჰატონის ვარცხნილობას ამშვენებდა. ბარბრა ჰატონი–მარია პავლოვნამას შემდეგ, რაც მილიონერი ქალბატონი გაკოტრდა, მისი კოლექცია აუქციონზე გაიყიდა. ბევრი სამკაული დაშალეს და ცალკე ქვებადაც კი გაყიდეს. არის ვერსია, რომ სწორედ თავადის ზურმუხტები აღმოჩნდა ჰოლივუდის ვარსკვლავთან. რა თქმა უნდა ამ ფაქტის პირდაპირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. იხილეთ სხვა სტატიებიც:კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი) ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე) იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო "კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით 813 6-ს მოსწონს
|