x
image
მადამ ფისუნია
საშინელი მემორიალი თურქეთში, საკუთარი ქმრის ხელით მოკლული 440 ქალის ხსოვნისთვის მიძღვნილი
imageზოგიერთის თქმით, სისუსტეში არის გარკვეული სილამაზე და ძალაც. მაგრამ ზოგჯერ, ადამიანებს შორის უთანასწორობას მხოლოდ მწუხარება მოაქვს. ასეთია ოჯახში ძალადობის შემთხვევა, მწვავე, მაგრამ ასე ხშირად უთქმელი პრობლემა მთელ მსოფლიოში. თურქეთში ერთმა ხელოვანმა ეს ფაქტი ძალიან გულდასაწყვეტ და მნიშვნელოვნად მიიჩნია. მან შეძლო გამოეძებნა მისი თანამემამულეებისთვის ინფორმაციის მიწოდების ლამაზი გზა, ინფორმაციის, რომელთა უგულებელყოფაც შეუძლებელია. ასევე ეს მემორიალი იხსენებს ლამაზად იმ ქალბატონებს, რომლებიც ემსხვერპლნენ ოჯახურ ძალადობას. imageეს 440 წყვილი ფეხსაცმელი ჩამოიკიდა სტამბოლში, თურქეთში მდებარე ერთ-ერთი შენობის კედელზე, იმ 440 ქალის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც გასულ წელს საკუთარმა მეუღლეებმა დახოცეს.

მსოფლიოს ყველა კუთხიდან გვესმის მრავალი ისტორია ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ და ეს არის ქალებში ძალადობრივი სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. რაც შეეხება თურქეთს, აქაური ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ქალთა დაახლოებით 40 პროცენტი განიცდის ოჯახურ ძალადობას თურქეთში, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე ტრაგიკული დასასრული მოჰყვება ხოლმე. ამ პრობლემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ერთ მხატვარს გაუჩნდა მემორიალის იდეა, რომელსაც ვერავინ აარიდებდა თვალს.

ამ ტრაგიკული მემორიალის შემქმნელი ხელოვანი გახლავთ თურქი მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი ვაჰიტ ტუნა.

თავად მხატვარმა განაცხადა, რომ ეს იდეა და შთაგონება გამოწვეული იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული მზარდი ტრაგიკული ინფორმაციებით, რომლებიც მხოლოდ დროებით ექცევა ყურადღების ცენტრში და მალევე ეძლევა მივიწყებას. მისი შექმნილი ძეგლის მთავარი იდეა სწორედ ისაა, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და ყოველთვის შეახსენოს რეალობა. ძეგლის მასშტაბი კი იმისთვისაა ასეთი დიდი, რომ თვალის არიდება ვერავინ შეძლოს.


მან აირჩია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორც ქალის ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, რომელიც სურს ჰქონდეს ყველა ქალს.

imageimage
ინსტალაცია განთავსებულია სტამბოლის ცენტრში.

imageimageპ.ს. ალბათ, ბევრ თქვენგანს გაახსენდა ფეხსაცმლის ძეგლი უნგრეთში, რომლის შესახებაც შემდეგ პოსტში მოგითხრობთ....


0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0