27 წლის პრინცი ;ჰარი უელსის; ლასვეგასში გატარებულმა შვებულებამ, დიდი შფოთვა გამოიწვია ხალხში. მასის ერთი ნაწილი გმობს პრინცის ქცევას, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერს მას. ფეისბუკში შექმნეს სპეციალური ჯგუფი სათაურით ;მხარი დაუჭირე პრინც ჰარის, ტანზე გაიხადე და ხმა მიეცი; ამჟამად მისი მხარდამჭერები ითვლიან თორმეტი ათას კაცს, სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოქვეყნებულ ფოტოებში გვხვდება ბევრი ჯარისკაცი.
მაგალითად ბრიტანეთის ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში სამხედრო წვრთნებს გადიან, შიშველ მდგომარეობაში აქვთ გადაღებული სურათი და ინტიმურ ადგილას აქვთ აფარებული ავტომატები;<ჩვენ შენთან ვართ ჰარი, შენ ყოჩაღი ხარ.> მათ ეს წარწერა აქვთ გაკეთებული სურათზე. იმავდროულად ზემდგომი ძალოვნები მკაცრად გმობენ პრინცის ქცევას. შესაძლებელია, რომ ჰარის ჩამოერთვას თანამდებობა.
რათქმაუნდა გულშემატკივრების დიდი ნაწილი გოგოები არიან. ისინი არ იშურებენ დედიშობილა სურათების დადებას სოციალურ ქსელში ზედ სათაურით;<ჰარი, შენ ჩემი სიყვარული ხარ! მე მხარს გიჭერ შენ.> აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლებს შორის არის 62 წლის მამაკაციც, რომელიც მოუწოდებს ჰარის;<მაგრად დადექი შვილო!> გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს მოწოდებით <მხარს ვუჭერ პრინც ჰარის!> ![image](/uploads/article_images/small/5101346354830.jpg)
![image](/uploads/article_images/small/5101346354896.jpg)
![image](/uploads/article_images/small/5101346354973.jpg)
![image](/uploads/article_images/small/5101346355026.jpg)
![image](/uploads/article_images/small/5101346355059.jpg)
![image](/uploads/article_images/small/5101346355113.jpg)