მოვლენები სირცხვილისა და საცვლების გარეშე: რეალითი შოუს ვარსკვლავმა კანი შოკში ჩააგდო 2021, 12 თებერვალი, 14:36 კანის კინოფესტივალი კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც ცნობილი მსახიობები მთავარი პრიზების მოპოვების გარდა, ერთმანეთს ასევე ათასობით ფოტოგრაფისა თუ პრესის წარმომადგენელთა ყურადღების მოსაპოვებლად ეცილებიან, თუმცა ბოლო წლებში, ფესტივალის სტუმრები საზოგადოების ყურადღებას არა თავიანთი სამოსით, არამედ მისი არარსებობით უფრო იპყრობენ. კანი უკვე დიდი ხანია რაც სელებრითების "შიშველი" კაბებისა და ინტიმური თეთრეულის დემონსტრირების ადგილად იქცა, რომლებიც ვარსკვლავური სტუმრების "ღირსებებს" გარეშე თვალისგან ძლივს ფარავენ. ამჯერად, კანი ცნობილმა ამერიკელმა რეალითი შოუს ვარსკვლავმა ფარა აბრაჰამ აალაპარაკა.გოგონამ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად საკმაოდ თამამი, ელეგანტური კაბა შეარჩია, ინტიმურ თეთრეულზე კი გადაწყვიტა დიდხანს არ ეფიქრა, და მის ჩაცმაზე საერთოდ უარი თქვა, რითიც ამ პრესტიჟული ღონისძიების მთავარ მოქმედ გმირადაც იქცა.ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მხოლოდ ვივარაუდოთ რა რეაქცია ექნებოდათ ფოტოგრაფებსა და დამსწრე საზოგადოებას მისი "ღირსების" ახლოდან ხილვისას.1459 შეფასება არ არის |