საბუნებისმეტყველო მეცნიერები:2018 წელს აღმოჩენილი პლანეტის წელიწადი 1000 წელს გრძელდება 2021, 12 თებერვალი, 11:13 ![]() მცირე პლანეტების ცირკულარში ახალი ობიექტი AG37 იგივე Farfarout 2018 წელს შეიყვანეს, იგი აღიარებულია მზის სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტად, მთლიანად დაკვირვების განმავლობაში. ასტრონომებმა Farfarout 2018 წლის იანვარში აღმოაჩინეს Subaru-ს ტელესკოპის საშუალებით, რომელიც ჰავაის კუნძულ მაუნაკეაზეა დაყენებული. მეცნიერებს რამდენიმე წელი დასჭირდათ პლანეტის ორბიტის გამოსათვლელად და იმის დასადგენად, თუ რამდენად შორსაა იგი. გამოთვლები ჩატარდა Gemini-ის საერთაშორისო ობსერვატორიაში. ![]() მიღებული მონაცემებით, მანძილი მზიდან Farfarout -მდე 132 ასტრონომიული ერთეულია.(შენიშვნა:ასტრონომიული ერთეული მიახლოვებითი მანძილია დედამიწასა და მზეს შორის) შედარებისთვის, მაგალითად, მზიდან პლუტონამდე მანძილია მხოლოდ 39 ა.ე. Farfarout- მა ასევე გაუსწრო თავის წინამორბედ 2018 VG18 - Farout- ს, რომელიც ვარსკვლავიდან 124-ი ა.ე. დაშორებულია. პლანეტის დიამეტრი დაახლოებით 400 კმ-ია, Farfarout მკვეთრად წაგრძელებული ორბიტა აქვს, ამიტომ პლანეტის ყველაზე შორეული წერტილია მზიდან 175 ა.ე. უახლოესი კი მხოლოდ 27 ა.ე. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ასტრონომებს მოგვიანებით ელოდათ. მათ დაადგინეს, რომ Farfarout-ს მზის გარშემო 1 წრის დასარტყმელად 1000 წელი სჭირდება, რა დროსაც პლანეტა ყოველ ჯერზე ნეპტუნის ორბიტალურ ზონაში ხვდება, ეს ყინულის გიგანტი იზიდავს თავის ჯუჯა მეზობელს. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერის, ჩად ტეუხილოს თქმით, Farfarout- ტრაექტორია დაეხმარება მეცნიერებს ნეპტუნის ისტორიის გააზრებაში. მეცნიერის ვარაუდით, Farfarout რომელიც ნეპტუნთან ძალიან ახლოს იყო, გაგდებული აღმოჩნდა მზის გარე სისტემაში. 89 4-ს მოსწონს
|