სამეცნიერო თეატრი და დრამა ახლო აღმოსავლეთში ისლამის გავრცელების შემდეგ (შუა საუკუნეები) 2021, 12 თებერვალი, 9:24
ხალხის მიერ შესრულებული დრამატურგიული დადგმები, ისლამის გავრცელებიდან დიდი ხნის შემდეგაც ასახავდნენ ფოლკლორულ ფესტივალებში დამკვიდრებული სიკვდილისა და აღდგომის რიტუალებს, რაც წლიური სეზონური ცვლილებების ციკლს უკავშირდება. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდ. აფრიკაში ჯერ კიდევ ისლამის გავრცელებამდე პერიოდში შეწყვიტა თეატრმა თავისი მაღალი რელიგიურ-სახელოვნებო კულტი და დაბალინტელექტუალური დადგმების ასპარეზად გადაიქცა, სადაც სრულდებოდა მხოლოდ თამაშები, საცირკო წარმოდგენები, თავისი კლოუნებით და ფარსი. იმ დროს დამკვიდრებული პოპულარული, საერო გასართობი დრამები,მიმართული იყო ადრეული წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების პაროდიისა და დაცინვისაკენ. მუსლიმური სამყაროს მიერ დაამკვიდრებული ეს ცვლილება აშკარა იყო სპარსული და ცენტრალური აზიის ელემენტებში. დადგმები ძირითადად სათამაშო ცხენთან (kurraj/karj) ერთად სრულდებოდა, იყო samāja (ნიღბები, მასკარადები) პერფორმანსები, ნაირუზის ფესტივალის საზოგადოებრივი წარმოდგენები ცეცხლთან ერთად, წყლის შესხმა, კარდაკარ სიარული და პერფორმანსი “ნაირუზის პრინცი". ძველ სპარსეთსა და ცენტრალურ აზიაში სათამაშო ცხენს მრავალგვარ დრამატულ რიტუალში იყენებდნენ. თუნცად სეზონური ნაყოფიერებისთვის შამანურ რიტუალებში, რათა დახმარებოდნენ სულებთან კონტაქტის დამყარებაში. თავად ისლამში სცენის სათამაშო ცხენით შესრულებულ პერფორმანსებს რამდენიმე დატვირთვა ჰქონდა, შეიძლება შესრულებულიყო მუსიკის აკომპანიმენტითა და ცეკვებით, რათა დელიროზულ-ტრანსული მდგომარეობა გამოეწვია მსმენელში ან დღესასწაულების, ორთაბრძოლებისა და სამხედრო ზეიმების აღსანიშნავად. შუა საუკუნეების ისლამში თეატრის ნაცვლად, დრამები ბაზრის მოედნებზე იდგმებოდა, დიდებულთა ციხესიმაგრეების მახლობლად და მმართველთა სასახლეებთან; მაშინ როცა ძველ საბერძნეთისა და რომაული იმპერიის დროს თეატრებში მიმდინარეობდა პერფორმანსი. მათ არ სჭირდებოდათ ხალხის ყურადღების მიპყრობა, დრამებზე დაკვრა ან მუსიკა. აუდიტორია მათ ირგვლივ იკრიბებოდა ხოლმე სანახაობაზე დასასწრებად. ჩრდილოეთ აფრიკელმა სწავლულმა იბნ ალ-ჰაჯჯ ალ-აბდარმა (ჰჯ.737/ 1336) აღწერა ყოველწლიური დრმატურგიული პერფორმანსი ფარანების ეგვიპტიდან, რომელიც მის თანამედროვეობამდე აღინიშნებოდა. დრამის მონაწილეს სახე უნდა შეეღება კირით ან ფქვილით და მიეწებებინა ბეწვის წვერი, ჩაეცვა წითელი ან ყვითელი სამოსი (thawb shuhra), თავზე დაეფარებინა გრძელი კონუსისებრი ქუდი (turtūr) და ამხედრებულიყო ფიცხ გარეულ ვირზე. გარშემორტყმული იყო მწვანე პალმის ტოტებითა და ფინიკის კონებით, პროცესი იწყებოდა ხალხის მიერ გადასახადების გადახდითა და აღრიცხვით. მოზეიმეები შეძახილებით ადევნებდნენ ხოლმე თვალს პერფორმანსა და ქალაქის ქუჩებს, გადიოდნენ მაღაზიებისა და სახლების დიდ ნაწილს ბაზარის მიდამოებში და აკაკუნებენ კარზე ფულის შესაგროვებლად, რათა ეზეიმათ ახალი წლის ფესტივალი. ცოცხალი თეატრალური დადგმა შეიძლება იყოს მცირე პანტომიმური პერფორმანსი ან თეატრი ერთი და ზოგჯერ სამდენიმე მსახიობის პერფორმანსით, დიალოგებითა და მონოლოგებით. ჩრდილების თეატრი სრულდება ერთი მსახიობის მიერ, რომელიც ფარდის უკან იმალება თამაშობს თავის რეპერტუარს შესაბამისი სიმღერებითა და ხმის იმიტაციებით ეკრანზე გამოტანილი პერსონაჟის მიხედვით. ეს დრამები ზოგჯერ დაწერილი ტექსტების მიხედვით იდგმებოდა, მაგრამ უფრო მეტად მათი იპროვიზაცია ხდებოდა. მცირე ცნობები გვხვდება დრამაზე არაბულ ლიტერატურულ სამუშაოებში. ყველაზე ძველი აღწერებია "მორალური პერფორმანსი", რომელშიც განილულია მუსლიმი ხალიფების წარმოსახვითი სასამართლო პროცესები. მსახიობი არის სუფი (ასკეტი), რომლის ქმედებებიც განპირობებულია რელიგიური ვალდებულებებით, უფლებამოსილია განსაჯოს დაშვებული და აკრძალული ქმედებები. პერფორმანსისას ეს სუფი მსახიობი ორჯერ უნდა ასულიყო გორაკზე ლერწმის კვერთხით, მას მიჰყვებოდნენ კაცები, ქალები, ბიჭები და რიგრიგობით იძახდნენ “ხალიფასათვის“, შემდეგ ჩამოთვლიდნენ მათ კეთილ და ბოროტ ქმედებებს, რის საფუძველზეც გზავნიდნენ ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში. სუფის გარდა, რომელიც მსაჯულის როლს თამაშობს, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ყმაწვილები, რომელებიც განასახიერებდნენ ხალიფას აბუ ბაქრიდან - აბბასიდ ალ-მაჰდიმდე (ჰჯ.158-69/775-85). სხვა ცნობებით ფარსის სიუჟეტის საყვარელი თემები იყო, მუსლიმი მსაჯულების დაცინვა ან ყოველდღიური ქუჩის გარჩევები. მაგ. კამათი ორ ცოლს შორის ან არტისტების პაექრობა ერთმანეთში პოეტური და პროზაული შესიტყვებების მონაცვლეობით. ცნობილია, რომ ზოგიერთი პიესის ტექსტი შედგებოდა ლექსის, მხატვრული პროზის ან მაკამებისგან, რომლებიც ცნობილი პოეტებისა და მწელების მიერ იყო დაწერილი. 30 1-ს მოსწონს
|