ფოტოგრაფია ქალისა და სახლის სიმბიოზური მდგომარეობის ასახვა ფოტოსერიით 2021, 12 თებერვალი, 2:39 ბრიტ მარი ბაი, ოსლოში მცხოვრები, ნორვეგიელი ფოტოგრაფია, რომელმაც გადაწყვიტა გაეკეთებინა ფოტოსერია მიტოვებულ სახლებში, მას შემდეგ რაც ერ–ერთი თავისი წინაპარი ქალის ცხოვრებას გაეცნო. სერიაში ქალის ნარატივის უფრო დამალული მხარის ასახვა სურდა. ეს არის ამბავი ყველა იმ ქალის შესახებ, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების პერიოდში არ ჰქონდათ სიტყვის უფლება, არც საკუთრების უფლება და არც ხმის მიცემის უფლება. მათგან, ვინც სიცოცხლე გაატარა მაქმანულ ფარდებსა და უხეშ კედლებში. ეს სერია ასახავს ქალსა და სახლს შორის მუდმივად ცვალებად სიმბიოზს, რომელშიც სახლი ქალის ციხესიმაგრეს წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად მისი ბედიც ხდება. 31 1-ს მოსწონს
|